Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:05 15.04.2019
"ჩემი თვალით დანახული სამყარო არც ისეთი ფერადია, როგორიც ნახატებიდან ჩანს“ - ლანა სამხარაძე

ამ ფერადი, მრავლისმთქმელი ნამუშევრების ავტორი, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი - ლანა სამხარაძეა.  ლანა დაიბადა და გაიზარდა თბილისში.  პროფესიით ჟურნალისტმა და შემდეგ უკვე  თვითნასწავლმა მხატვარმა, შემოქმედებითი ნიჭის უნარი შემთხვევით აღმოაჩინა. „ჯორჯიან თაიმსი“ ნიჭიერი ემიგრანტი გოგონას ნამუშევრებით დაინტერესდა და მას საბერძნეთში დაუკავშირდა:

 


 

 -         როდის აღმოაჩინეთ საკუთარ თავში შემოქმედებითი ნიჭი, რა იყო თქვენი პირველი ნამუშევარი და როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები?

 

-         ხატვის ნიჭი ბავშვობაში, დედამ აღმოაჩინა ჩემში. დედაც  ხატავს, მაგრამ არა - ამ სტილში. ერთ დღეს, როდესაც ის მუშაობდა, მეც დავინტერესდი. მახსოვს, ხე და პატარა სახლი დავხატე. ალბათ ეს იყო ჩემი  პირველი ნამუშევარი. მას შემდეგ სულ ვხატავ...

 

სტილს, რომელშიც უკვე ხუთი წელია ვმუშაობ, კონკრეტული სახელი არ აქვს. დროსთან ერთად იზრდება ჩემი ნამუშევრების ზომებიც. ხლა უკვე 70x50 სმ-ზე ზომაც მეპატარავება და დიდ  ლოებზე გადავედი. ბოლო ნახატი, რომელიც წინასწარ ჩაფიქრებულიც არ მქონდა, თავისთავად დაემსგავსა ესპანელ სურეალისტ მხატვარ ქალს - ფრიდა კალოს. ამიტომ, ნამუშევარს მისივე სახელი დავარქვი. ზოგადად, ჩემ ნახატებს სახელებს არ ვარქმევ. ეს არის პირველი ნამუშევარი, რომლის ზომა 70x1,20მ-ია.

 

მაქვს ხატვის ჩემებური ტექნიკა: მუშაობისას საღებავებს არ ვიყენებ.  ფუნჯი ჩემი არა აშკარად...

 

ადრე ტანსაცმელს ვხატავდი.შემდეგ - ქალის სახეებს, სხეულს. შემდეგ - მარტო შავ-თეთრ ფერებს ვიყენებდი, მაგრამ, ყოველთვის ვცდილობდი ორიგინალურად დამეხატა. სე ნელ-ნელა განვითარდა და დღემდე იხვეწება  ჩემი სტილი.

 

-      თქვენს ნამუშევრებში უამრავი ფერია. რა გაძლევთ ინსპირაციას და ძირითადად, რა თემებზე მუშაობთ?

 

-    წარმოიდგინეთ, ხუთი წლის უკან, ფერებს საერთოდ ვერ ვხედავდი და ჩემი ნამუშევრებიც, სულ შავ -თეთრი იყო. ერთხელ, ამის გამო გამაკრიტიკეს და გავბრაზდი კიდეც. შევიძინე ფერადი ფანქრები და მს მერე აარ გავჩერებულვარ. პერიოდულად ვხატავ შავ-თეთრსაც. მინდა ნახატმა ადამიანების ცნობიერებაში დიდი ზეგავლენა მოახდინოს.

 

ინპირაციას ალბათ გარესამყარო, ჩემი გრნობები და კარგი მუსიკა მაძლევს. ნაწილობრივ, სტრესი და სიხარულიც მოქმედებს. ამჟამად, თითქმის ყველა ნახატში ჭადრაკის დაფას ვიყენებ. ამით გადამაქვს ჩემი ემოცია ნახატიდან - შემდეგ ნახატზე. მინდა ხალხმა ავად თქვას, - რას ხედავს ნამუშევარზე.   ჩემი აზრით, ხელოვნებაში, მით უმეტეს - ხატვაში არ უნდა ოს კანონები. აქ  წესები არ არსებობს და მე სრულიად ვარ თავისუფალი ვარ ჩემ ფურცელთა...

 

-    როგორია თქვენი თვალით დანახული სამყარო?

 

-  ძალიან კარგი კითხვაა. ჩემი თვალით დანახული სამყარო არც ისეთი ფერადია, როგორც ნახატებიდან ჩანს. სწორედ ამ სამყაროს ჩემებურად დახატვას ვცდილობ. ფერების მიუხედავად, დატვირთული და მიმე გამოდის, მაგრამ, სამწუხაროდ, მე მას ვერ ვცვლი, მხოლოდ ვხატავ...

 

 -    როგორც ვიცი, საბერძნეთში ცხოვრობთ. რამდენად რეალიზდებით ამ ქვეყანაში, ან თუ გქონიათ მცდელობა, რომ თქვენი ნამუშევრები ფართო მასისთვის გაგეცნოთ?

 


-  დიახ, ათენში ვცხოვრობ და აქ ჩემი  არაერთი ნახატიც მაქვს გაყიდული.  ამ ეტაპზე ვგეგმავ პირველ პერსონალურ გამოფენ მოწყობას და ვეძებ საგამოფენო სივრცეს. მაქვს
ჩემი  ვერდი და ძირითადად, სოციალური ქსელის საშუალებით ვაცნობ საზოგადოებას საკუთარ ნამუშევრებს.  

 

 -       ხომ არ გეგმავთ სამშობლოში დაბრუნებას  და თქვენი ნამუშევრების ქართველებისთვის გაცნობას?

 

-     საქართველოში ჩამოსვლას ჯერ-ჯობით არ ვაპირებ, მაგრამ, როცა ჩამოვალ, აუცილებლად გავაკეთებ გამოფენას. მინდა, ჩემმა ხალხმა ახლოდან ნახოს და გაეცნოს იმას, რასაც ვქმნი.

 

-        სამომავლო გეგმებს ხომ არ გაგვიმხელთ?


-  ზოგადად, ცხოვრებაში არ მიყვარს რაიმეს დაგეგმვა. რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, მაქვს საკუთარი ნამუშევრების გამოფენის მოწყობის უდიდესი სურვილი და  ალაბთ ჩემი სამომავლო გეგმაც და მიზანიც, სწორედ ესაა!

 

        „ჯორჯიან თაიმსი“ დიდ  შემოქმედებით წარმატებას გისურვებთ!


 

 

 

   


 

 

/თამუნა დუღაშვილი/

 


 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge