Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:39 14.04.2019
"დღეს ვიშლებით იმ პირობით, რომ ჩვენ თანასოფლელს გამოუშვებენ, რომელიც აქციის მსვლელობისას დააკავეს - თუ არ გამოუშვებენ, ამ საღამოსვე შევიკრიბებით და აქციას გავმართავთ"

ზუგდიდის პოლიციის რაიონულ სამმართველოსთან აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სამართალდამცავებისგან პირობა მიიღეს, რომ ახალგაზრდას, რომელიც შსს ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავეეს, დღეს გაათავისუფლებენ. "დღეს ვიშლებით იმ პირობით, რომ ჩვენს თანასოფლელს, ახალგაზრდა ბიჭს გამოუშვებენ, რომელიც სამხარეოსთან აქციის მსვლელობისას დააკავეს. თუ არ გამოუშვებენ, ამ საღამოსვე შევიკრიბებით და აქციას გავამართავთ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სვეტა დგებუაძე. 

 

ზუგდიდში ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით, სამხარეო პოლიციასთან აქცია ორი დღეა მიმდინარეობს. პოლიციის შენობასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით ზუგდიდში დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge