Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:05 14.04.2019
„გაიცა დავალება დათო მაღრაძის განადგურებაზე და პირველი ვინ მიიღო ეს? გაგიკვირდებათ და, ელისო კილაძემ - კითხვები ვინმეს დაგრჩათ, ვინ მართავს კილაძეს?“

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ნაცმოძრაობის მხარდამჭერი ელისო კილაძე ხელისუფლების დავალებებს ასრულებს:

 

„გაიცა დავალება დათო მაღრაძის განადგურებაზე და პირველი ვინ მიიღო ეს? გაგიკვირდებათ და, ელისო კილაძემ, გამოფინა ასი წლის ფოტოები ჯაბა იოსელიანთან და კანონიერ ქურდებთან გადაღებული და კივის დააკავეთ მაღრაძეოო. კითხვები ვინმეს დაგრჩათ, ვინ მართავს კილაძეს? მე აღარ მაქვს კითხვები და მიმიფურთხებია ამ ბინძური პოლიტიკისთვის, ელისო რომ გეყოლებათ ხან პოზიციას, ხან ოპოზიციას იარაღად! მე ვაკვირდები დიდი ხანია, როდის და ვისგან იღებს დავალებებს! ახლა მაღრაძე ოპოზიციაში წავიდა და მიიღო პოზიციისგან დავალება, მერე ოპოზიციას მიადგება. მოკლედ იმართება ,,ოცნების“ მხრიდან, ფული მოაკლდა და ერთად აუნაზღაურეს“, წერს ნინო ჯღარკავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge