Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:27 01.04.2019
XIX ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებული კომპანია „ავერსი“ გახდა, ხოლო წლის ინვესტორის პოზიცია - კომპანია „დრიმ ლენდ ოაზისმა“ დაიკავა
14 დეკემბერს, თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ  „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ ორგანიზებoთ, რიგით XIX  ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოება და საზეიმო საღამო გაიმართა. 
 
დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად, ყოველწლიურად ტარდება, ბიზნეს-ელიტის შეკრების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება. მას შეიძლება ვუწოდოთ ბიზნეს-კლუბიც, სადაც, წლის რჩეული ბიზნესმენები საკუთარ წარმატებას არაოფიციალურ გარემოში ზეიმობენ.
ნანა გაგუა - მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი, პროექტის ხელმძღვანელი:
‘’1995 წელს,  როდესაც „ჯორჯიან თაიმსმა“ ბიზნეს რეიტინგის  სტარტი აიღო,  მივიჩნიეთ, რომ ბიზნესს  მედიისგან მხარში დგომა, პოპულარიზაცია და წახალისება სჭირდებოდა. იდეამ მრავალჯერ განიცადა ტრანსფორმაცია და პატარა ღონისძიებამ ნელ-ნელა  მასშტაბური სახე მიიღო. დღეს, ის უკვე ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ, ქვეყანაში არსებულ წარმატებულ ბიზნესებს აერთიანებს. 
ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ, რომ ეს დღე არა მხოლოდ  საქმიანი შეხვედრა ყოფილიყო, - მშრალი ციფრებითა და მონაცემებით, არამედ, - ბიზნეს-დღესასწაული, სადაც ყველა ბიზნესი და კომპანია, საკუთარ მიღწევებს წარმოაჩენდა და კოლეგების წარმატებების შესახებაც შეიტყობდა. 
ამ დღეს, ყველაზე წარმატებული კომპანია/ბიზნესის წარმომადგენლები არასაქმიან ატმოსფეროში ხვდებიან, ეცნობიან და ულოცავენ ერთმანეთს მიღწევებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი, დამწყები ბიზნესების წარმოჩინება და პოპულარიზაცია. მიგვაჩნია, რომ წვირილი და მსხვილი ბიზნესების თანაარსებობა  და ჩვენს მიერ, წელიწადში ერთხელ, ერთ სივრცეში შეკრება მხოლოდ იმას დაუდებს სათავეს, რომ ისინი ერთამნეთის საქმიანობის გამზიარებლები იქნებიან; და თუ ეს მცირე, ახალბედა ბიზნესები შემდეგში გაიზრდებიან და განვითარდებიან, ჩავთვლით, რომ ამ კარგ საქმეში, პატარა წვლილი ჩვენც შევიტანეთ.
უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე არაერთხელ დასწრებია ჩვენს ბიზნეს-დღესასწაულს და ამ ნაბიჯით მხარს გვიჭერდა ჩვენ, როგორც მედიას და ამავე დროს, საქართველოში ბიზნესის პოპულარიზაციასა და მხარში დგომას ემხრობოდა.
ასე და ამგვარად, ჩვენი ღონისძიება საქართველოში მოღვაწე ბიზნეს - კომპანიებსა და ინვესტორებს ერმანეთს აახლოებს და სრულიად ავიწყებს ჯანსაღ კონკურენციას. ის თავისებურად, ისტორიაში წერს წლიდან - წლამდე იმ ბიზნეს-კომპანიების წარმატებების შესახებ, რომლებიც, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობენ“.
 
წელს, ღონისძიებაში, სულ 38 რჩეული კომპანია ღებულობდა მონაწილეობას. აქდან, 32 კომპანია „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული მოოქროვილი სამკერდე ბროშით - ბოლნური ჯვრით დაჯილდოვდა, ხოლო ექვს ინვესტორ კომპანიას მოოქროვილი სამკერდე ბროში - ლომი  გადაეცა. 
 
ღონისძიებას მთავრობის, საკანონმებლო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, მედია და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.  სტუმრებს შორის გახლდათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და სხვა ოფიცილური პირები. 
"ასეთი სახის ღონისძიებების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში არსებული ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ მათი წარმატება, მხარი დავუჭიროთ.  ბიზნესის წახალისება საბოლოოდ, ხელს უწყობს  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ბიზნესის დაჯილდოებით  ბიზნესმენებს წინ  წავწევთ. ამით უფრო მეტი საშუალება გვექნება შანსი მივცეთ მას, რომ  სწრაფად განვითარდეს და მიაღწიოს უფრო მაღალ კეთილდღეობის დონეს.  ბიზნესის წახალისება ბიზნესმენებს უბიძგებს, რომ უფრო მეტი გააკეთონ, რადგან ჩვენს ქვეყანას ბევრად მეტი სჭირდება,"– განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, - გიორგი ქობულიამ.
 
XIX  ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების სპონსორები იყვნენ:
 
პლატინის სპონსორი „პეტროკას ენერჯი ჯგუფი“; ოქროს სპონსორი „ზარაფხანა“; გენერალური სპონსორია „სოკარი“; სპონსორი „ქედისტუდიო“;
ღონისძიებაში მონაწილე კომპანიები იყვნენ: 
 
1. ავერსი  2. ასკანელი ძმები  3. ბადაგონი  4. ბაზისბანკი  5. ბრავო რექორდს  6. გალფი  7. გეოპლანტი/გურიელი  8. გიუაანი   9. დანკინ’ დონატსი  10. დუგლაძეების ღვინის კომპანია  11. ენსისი  12. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი  13. ზარაფხანა  14. კავკასიის ავტო იმპორტი  15. ლილო მოლი  16. ნიკორა სუპერმარკეტი  17. ორბი ჯგუფი  18. პეესპე ჯგუფი  19. პეტროკას ენერჯი ჯგუფი  20. სანტეჯი-ემ-თიპროდუქტები  21. სარაჯიშვილი  22. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი  23. სოკარი  24. ტოიოტა ცენტრი თბილისი  25. ქედის ტუდიო  26. შუხმან ვაინს ჯორჯია  27. ჯორჯიან პროდაქტს
XIX  ბიზნეს რეიტინგის მედია მხარდამჭერები იყვნენ:
 
1. საზოგადოებრივი მაუწყებელი 2. იმედი  3. ტვ პირველი  4. პალიტრანიუსი  5. საფერავი TV  6. ობიექტივი  
7. სტარვიზია  8. მუზიკბოქსი  9. ფორტუნა  10. ავტორადიო  11. თბილისელები  12. ჯორჯიან თაიმსი  13. კავკასიან ბიზნეს ვიკი  14. რეზონანასი  15. პრაიმთაიმი  16. ბანკები და ფინანსები  17. სვობოდნაია გრუზია  18. ბიზნეს მედია 19. ვერსია  20. ქართული აზრი  21. Geotimes.ge  22. Award.com.ge  23. Kvira.ge  24. Georgianpress.ge  25. For.ge  26. Liderinfo.ge  27. NewsDay.ge  28. Reportiori.ge  29. Economic.ge  30. Metronome.ge  31. Timer.ge  32. Fact2.ge
 
 
რჩეულთა შორის რჩეული კომპანია - გარდამავალი გრან-პრის მფლობელი, ბიზნესმენების მიერ, ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა და ასეთად  კომპანია „ავერსი“ და პაატა კურტანიძე დასახელდა.  
 
"ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, კოლეგებს, მეგობრებსა და კენჭისყრაში მონაწილე ყველა ადამიანს ამ უდიდესი დაფასებისთვის. 
მინდა კომპანიის მისამართით გითხრათ, რომ წლების მანძილზე ძალიან დიდი შრომაა ჩადებული  მასში 9 000 თანამშრომელის სახით, იმისთვის, რომ ის ასეთი წარმატებული ყოფილიყო.  მომავალი წელს არის "ავერსის" 25 წლის იუბილე, რაც, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია.
მინდა წარმატება ვუსურვო მომავალში ყველა მონაწილეს და ვიმედოვნებ, რომ მრავალი წლის განმავლობაში "ავერსი" მოწინავე პოზიციაზე იქნება," – განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში "ავერსის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ.
 
 
Investment Award  - ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მესამედ გაიმართა და მასში ექვსი ინვესტორ-კომპანია მონაწილეობდა:
1. დრიმ ლენდ ოაზისი 2. ლისი დეველოპმენტი 3. მეღვინეობა შილდა 4. ქართული ზეთისხილი  5. ჯეოსთილი 6. ჯორჯიან მანგანეზი
 
საუკეთესო ინვესტორები წელსაც დაჯილდოვდნენ და მათ გარდამავალი ჯილდო გადაეცათ. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, რჩეულთა შორის რჩეული ინვესტორი კომპანია  „დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე გახდა და მას სპეციალური ჯილდო - წარმატების მერიდიანი გადაეცა. 
 
„ამგვარი ღონისძიებები ბიზნესისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, თავად ეს ფაქტი კი, - გამარჯვება - აღიარება!
მოგეხსენებათ, კომპანია მთლიანად ავსტრიულია და ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ამ ხალხს ნდობა ჰქონოდათ ჩვენი ქვეყნისადმი. საქართველოში მათ განხორციელებული აქვთ 50 მილიონზე მეტი ინვესტიცია და სადღაც 100 მილიონ დოლარამდეა ჩადებული ჩაქვის „დრიმ ლენდ ოაზისის“ პროექტზე გათვლილი, რომელიც უკვე უნდა დასრულდეს. ამის გარდა, სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ მსგავსი პროექტების განხორციელებას. 
რაც შეეხება დღევანდელ ჯილდოს, ის ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომცემია. ამგვარი აღიარება კი, ბიზნესმენებისთვის უმაღლესი წარმატების ნიშანია, რისკენაც, ყველა ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი იღწვის,“  - განაცხადა მან ნიკოლოზ გეგუჩაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში. 
 
წელს, საპატიო სტუმრების სტატუსით, ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი კომპანიები:
 
1. საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსი“ 
2. სიღნაღის არტ ჰოტელი
3. შავი ზღვის უნივერსიტეტი
4. ღვინი სეზო N1
5. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო
 
ყველა ზემოთჩამოთვლილი კომპანია სამკერდე ნიშნით, - ვერცხლის მოოქროვილი ბოლნური ჯვრით დაჯილდოვდა. 
 
ღონისძიების ფარგლებში წელს სიახლე იყო: ექსპერტების ჯგუფმა წლის რჩეული ბიზნესი გამოავლინეს და ასეთ წარმატებულად კომპანია ,,ჯორჯიან პროდაქტს“ და სოფიო ბარდაველიძე დაასახელეს, რომელიც, ვერცხლის ბროშით, - ლომით დაჯილდოვდა. 
 
ბიზნეს რეიტინგის საღამოზე, უყურადღებოდ არც მედია დარჩენილა და მუდმივი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, 32 მედიასაშუალება სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა.
 
სიახლე იყო ისიც, რომ წელს პირველად, ბიზნესმესმენებმა რჩეული მედიასაშუალება დაასახელეს. მათი გადაწყვეტილებით, ასეთად, ტელეკომპანია TV პირველი დასახელდა და  ვერცხლის ჯვარი გადეცა. 
 
რაც შეეხება ჟურნალისტების რჩეულ კომპანიას, წელს, მათი გადაწყვეტილებით, კომპანია  „ქართული ზეთისხილი“ და გიორგი სვანიძე დასახელდა.
 
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღონისძიებაზე, ბატონი ლიუ ძიმინი,  "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ,  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის საქმეში უდიდესი წვლილის შეტანისა და საუკეთესო უცხოელი ინვესტორის ნომინაციაში დააჯილდოვა და მას საჩუქრად მოოქროვილი სამკერდე ბროში - ლომი გადასცა.
ბატონ ლიუ ძიმინს,   ასევე,  სპეციალური პრიზი გადასცა ოსკარ შინდლერის აკადემიის წარმომადგენელმა - მაქს მეიერ შავიტმა.
 
ღონისძიების მუდმივი სპონსორობისა და მხარდაჭერისათვის, ასევე დაჯილდოვდა კომპანია „სოკარი“ და მაჰირ მამედოვი, რისთვისაც, მასაც, ჯილდოდ, მოოქროვილი სამკერდე ბროში - ლომი გადაეცა. 
 
დაჯილდოება ამით არ დასრულებულა! მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ კრეატიული ჯგუფის გადაწყვეტილებით, მრავალ ინოვაციურ პროექტში მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის, კომპანია  „შუახმან ვაინს ჯორჯია“ და ნუცა აბრამიშვილი მოვერცხლილი გულსაკიდით -ვერცხლის ლომით   დაჯილდოვდა. 
 
ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა არც კომპანია „ზარაფხანა“ და ქეთევან გოგნაძე და ის ბიზნესის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის, მოოქროვილი ლომის გულსაკიდით დაჯილდოვდა. 
 
საღამოს დასასრულს, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამარჯვებულებს ეს დიდი წარმატება მიულოცა:
 
"ვფიქრობ, ბიზნეს რეიტინგის წლევანდელი, რიგით XIX ღონისძიება, ისევე როგორც სხვები, საინტერესო იყო. ამ ღონისძიების ფარგლებში,  სულ დაჯილდოებული გვყავს 282 კომპანია. შესაბამისად, ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ჯორჯიან თაიმსი“  ყოველთვის მხარში უდგას ქართულ ბიზნესს, მის აღიარებას. 
აღსანიშნავია ის ფაქტიც, ჩვენ ჯერ კიდევ  წლების წინ  ვაჯილდოებდით  ისეთ ქართულ ბიზნესებს, რომლებსაც მაშინ არავინ არ იცნობდა, ახლა კი უკვე ძალიან პოლპულარულები არიან.  ეს კი გარკვეულწილად,  ჩვენი აღიარებაცაა.
ვფიქრობ, გავა  წლები და ბიზნეს-სამყაროში კიდევ უფრო მეტი კაშკაშა ვარსკვლავი  გამოჩნდება, კიდევ ბევრი ახალი სახე შეემატება ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეთა ვრცელ ნუსხასაც. 
„ჯორჯიან თაიმსის“ სახელით ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და სამომავლოდ, საიუბილეო ბიზნეს რეიტინგის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტ სიახლეს გპირდებით!“ - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.
 
რაც შეეხება საიუბილეო თარიღს, - XX ბიზნეს რეიტინგს, მასზე მზადება უკვე დაწყებულია და „ჯორჯიან თაიმსი“ სამომავლოდ, კიდევ უფრო მასშტაბურ, საზეიმო ბიზნეს-დღესასწაულს გპირდებათ!
/თამუნა დუღაშვილი/
 
 
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge