Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:54 28.03.2019
ანსამბლი „ადილეი“ აშშ-ში რიგით მორე ტურნესთვის ემზადება

2 აპრილს მგალობელ-მომღერალთა გუნდი „ადილეი“  ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ანსამბლი კონცერტებს გამართავს ბოსტონში, ილიონისში, ინიდანაში, კალიფორნიაში, ვაშინგტონსა და ნიუ იორკში. კონცერტებთან ერთად ანსამბლის წევრები ჩაატარებენ  ვორქშოპებსა და მასტერკლასებს.

 


აღნიშნული ტურნეს კონცერტებსა და მასტეკლასებში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლის მეგობრები – ანა და მადონა ჩამგელიანები, სვანეთის მომღერალ სოფელ ლახუშდიდან.


ტურნე აშშ-ში 28 აპრილს დასრულდება.

 

 


ანსამბლიადილეი“ :


3-5 აპრილიბოსტონი
7
აპრილიურბანა, ილინოისი
9-11
აპრილიბლუმინგტონი, ინდიანა
12
აპრილიინდიანაპოლისი, ინდიანა

https://www.facebook.com/events/2007143622914736/

 

ანსამბლიადილეიდა დები ჩამგელიანები:


13-16 აპრილისამხრეთ კალიფორნია
18-21
აპრილიჩრდილოეთ კალიფორნია
22-23
აპრილისიეტლი, ვაშინგტონი
25-27
აპრილინიუ იორკი

https://www.facebook.com/events/410284802871273/

ანსამბლი  „ადილეი“ 2012 წლის დეკემბერში  ჩამოყალიბდა. ანსამბლი ძირითად მიზნად ისახავს ნამდვილი ფოლკლორის პოპურიზაციას, რადგან, სამწუხაროდ მისი ცნობადობა ფართო მასებში დაბალია. ვცდილობთ, ის სიხარული და სილაღე, რაც ქართულ სიმღერებშია, გავუზიაროთ მსმენელს.


 ადილეისჩატარებული აქვს კონცერტები, ვორქშოფები და სემინარები იტალიაში, ბელგიაში, გერმანიასა და აშშ-ში. გუნდს გამოცემული აქვს CD ალბომი, ფირფიტა და სასწავლო ჩანაწერები.

 

დემეტრე ქირია:


სახელადადილეირამდენიმე ფაქტორის გამო ავირჩიეთ: იგი არის დასავლური სიმღერებისთვის დამახასიათებელი სამღერისი და ზუსტად ესადაგება ჩვენს რეპერტუარს . გარდა ამისა,  ადილეიარის მგზავრული სიმღერა, რომელიც ასოცირდება მოძრაობასთან და წინსწრაფვასთან. 


ადილეის  მთავარი ღირებულება არის ურთიერთობა ერთმანეთთან, საზოგადოებასთან და ჩვენ წინაპრებთან. ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ტრადიციული სიმღერა-გალობის შემოტანას ყოველდღიურობაში.  ვცდილობთ ვიყოთ სპონტანურები და იმპროვიზაციულად ვთქვათ სიმღერის ჩვენებური ვარიანტები. სწორება სოფლურ ფოლკლორზე და მის პრინციპებზე გვაქვს, ძირითადად კი დასავლეთ საქართველოს კუთხის სიმღერებს ვმღერით.

 

http://www.adilei.ge

https://www.facebook.com/Adilei

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge