Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:45 24.03.2019
„არც ერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს - გული მწყდება“

მხატვრულ ტანვარჯიშში კიევის გრანპრიზე ქართველმა სპორტსმენმა, სალომე ფაჟავამ ოქროს მედალი მოიპოვა. როგორც გაირკვა, ეს ფაქტი ქართულ ტელევიზიებს არ გაუშუქებია. ამის შესახებ სალომე სოციალურ ქსელში წერს:

 

„კიევში გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. არც ერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს. გული მწყდება. ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ. მაინტერესებს – რატომ? “, წერს სალომე ფაჟავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge