Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:13 23.03.2019
საქართველოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩში შვეიცარიის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა

საქართველოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩში შვეიცარიის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა. მატჩის დასაწყისშივე სტუმრებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მაგრამ რიკარდო როდრიგესის დარტყმული ბურთი გიორგი ლორიამ კუთხურზე მოიგერია. ამის შემდეგ, თამაში შვეიცარიელების მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, 44-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ვაკო ყაზაიშვილმა ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმი სტუმრებმა უფრო მაღალ ტემპში დაიწყეს და უკვე 57-ე წუთზე ანგარიში სტივენ ცუბერმა გახსნა. 72-ე წუთზე, ანგარიშის გათანაბრება ვაკო გვილიას შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ბურთი კარს მცირედით აცდა, 79-ე წუთზე კი, სტუმართა უპირატესობა ორამდე დენის ზაქარიამ გაზარდა.

 

შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები სტუმრად, ირლანდიის წინააღმდეგ 26 მარტს გამართავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge