Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:42 22.03.2019
ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქრო მოიპოვა

იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში დღეს გამარჯვებულები ხმალში გამოვლინდნენ. ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა პირველობა არც ამჯერად დათმო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ის ჩინელ აო ლანჟუს დაუპირისპირდა და ძალიან იოლად, ანგარიშით 15-2 დამარცხა. ეს ირმას მეთხუთმეტე ოქროა მსოფლიო თასებზე, - წერს 1tv.ge. დღესვე ნინა თიბილაშვილს საპრიზო ადგილამდე სულ ცოტა დააკლდა. ჯგუფური ეტაპის ყველა ბრძოლის მოგებისა და მომდევნო ეტაპებზე წარმატებული შეხვედრების ჩატარების შემდეგ, მან საუკეთესო ოთხეულში შესასვლელი ორთაბრძოლა დათმო. ხვალ გამარჯვებულები რაპირისტთა შორის გამოვლინდებიან. პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასი 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო შეჯიბრია. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge