Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:48 14.03.2019
„სალომე ზურაბიშვილმა არც აცია, არც აცხელა და უპასუხა“

ანალტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს სომხეთში და წერს:

 

„არარატის საყვედური და სალომეს პასუხი

ერევანში სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის საყვედური უთქვამს - მთიან ყარაბაღზე რომ რაიმეს თქმას დააპირებ, ცოტა აწონ-დაწონე და ნეიტრალურად გამოხატეო. სალომე ზურაბიშვილმა არც აცია, არც აცხელა და უპასუხა - მოიცა, მოიცა... ყარაბაღის დელეგაციები რომ ერევნიდან სოხუმსა და ცხინვალში დადიან, იმას რატომ ვერ ხედავო...

 

წყაროები:
https://www.lragir.am/ru/2019/03/14/144276/
https://www.radiotavisupleba.ge/a/29821056.html

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge