Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:17 14.03.2019
„ესენი გადაუდგნენ ბიძინას? სულ პოლიტიკაში არიან დღემდე და ახლა სად მიდიან, ბიძინათი იკვებებოდა ყველა, იკვებებიან დღემდე და ახლა სად მიხტუნაობენ?“

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ეხმაურება პოეტ დავით მაღრაძის გამოსვლას TV პირველზე, გადაცემაში "რეაქცია", სადაც მან პოლიტიკური მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" აღდგენის შესახებ ისაუბრა:

 

„ინგა გრიგოლია ეკითხება დავით მაღრაძეს, თქვენი ინტერვიუს მერე ასეთი დასკვნა გამოვიტანეო, არც სააკაშვილი, არც ივანიშვილიო, რაღაც ახალ ძალას ქმნითო, დიახ, ასეაოო, უპასუხა მაღრაძემ! მომკალით და ვერაფერი გავიგე! დაიცავი საქართველოს წევრები იყვნენ ძმები გაჩეჩილაძეები, კოკა გუნცაძე, კახა მიქაია, გოგა ხაინდრავა და ესენი სულ პოლიტიკაში არიან დღემდე და ახლა სად მიდიან, ბიძინათი იკვებებოდა ყველა, იკვებებიან დღემდე და ახლა სად მიხტუნაობენ? კოკა გუნცაძე დღემდე რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს უფროსია, გოგა ხაინდრავას ბიძინამ სტუდია ,,ლეხაიდრაო ,,აჩუქა და იმ სერიალში იმხელა ფული აიღო, შთამომავლობას უნდა ეყოს წესით და ახლა ესენი გადაუდგნენ ბიძინას?“, წერს ნინო ჯღარკავა.

 

დღევანდელ ხელისუფლებასა და ძველ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ვიდრე ატარებდა შინაარსს, ამ შინაარსის გამო ბევრი რამ იყო გამართლებული. ჩვენი პოზიციაც, ჩვენი მხარდაჭერაც, ჩვენი დამოკიდებულებაც, ჩვენი მოტივაციაც. როდესაც ახალმა ხელისუფლებამ ზნეობრივი არჩევანი გააკეთა იმათ სასარგებლოდ, რასაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით, ამის შემდეგ შინაარსი დაკარგა ჩემთვის ამ დაპირისპირებამ, ჩამოიშალა შინაარსისაგან ძველი ხელისუფლებისა და ახალი ხელისუფლების დაპირისპირება. ვეღარ ვხედავ მე იმ საფუძველს, მათ შორის შინაარსს, დაპირისპირების საფუძველს ვეღარ ვხედავ, ვინაიდან სამართლიანობა ჩამოიქცა... ის ძველი აღმოსავლური ტიპის დესპოტიის შექმნის მცდელობა ეყრდნობოდა სწორედ იმ ბურჯებს, სადაც დღევანდელი მოსამართლეების ძებნა დაიწყო ახალმა ხელისუფლებამ. ესენი იყვნენ უსამართლობის ბურჯები... ეს ხალხი ქმნიდა იმ სვეტს, რომელზეც ძველი ხელისუფლება აშენებდა უსამართლო სახელმწიფოს. ზუსტად იმ სვეტზე გადაწყვიტა ახალმა ხელისუფლებამ ააშენოს ახალი სამართალი“, განაცხადა დავით მაღრაძემ გადაცემაში „რეაქცია“.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge