Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:45 14.03.2019
„თურმე ბერა ივანიშვილი წყვეტს ამ საკითხს - ეს იგივე "წყაროა" ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობაზე რომ ავრცელებდა ინფორმაციას, მაშინ, როდესაც მის გვერდით ვიჯექი სპექტაკლზე“

პარლამენტარი გიორგი ვოლსკი ეხმაურება რუსთავი-2-ის იმ სიუჟეტს, სადაც განაცხადეს, რომ სასამართლო განაჩენის დადგომის საკითხი ბერა ივანიშვილზეა დამოკიდებული:  

 

„გახსოვთ ალბათ, ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატურა, მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი დააკავეს და ასამართლებენ მძიმე ბრალდების გამო. გირაოთი გამოუშვეს. სასამართლო წინაა. აბაზოვი განაცდურის ანაზღაურებას თხოულობს, სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი. "რუსთავი 2" კი გვამცნობს, რომ თურმე ბერა ივანიშვილი წყვეტს ამ საკითხს და ინფორმაციის წყაროსაც ასახელებს - ITV.ge, ეს იგივე "წყაროა" ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობაზე რომ ავრცელებდა ინფორმაციას, მაშინ, როდესაც მის გვერდით ვიჯექი სპექტაკლზე. ფეიკების დიდი სიაა, ვფიქრობ, ეს სია უფრო გაიზრდება და დაბინძურდება. ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ მაინც...“, წერს პარლამენტარი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge