Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:15 14.03.2019
"დავიჯერო, კობახიძემ და ჩარკვიანმა რაღაც ისეთი იციან, რაც რუსთაველმა არ იცოდა?!"

ტელეწამყვანი ბონდო მძინარაშვილი ფისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"გონების დაბნელება საქართველოში. 


ირაკლი კობახიძე:


"ადამიანები, რომლებიც მასობრივად სჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა სჩადიან კარგ რაღაცებს".


თაკო ჩარკვიანი:


"იმ ცხრა წლის მანძილზე უდიდესი სისასტიკეები იყო ჩადენილი, მაგრამ ეს ხდებოდა სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებლობის პარალელურად".


ამათი ლოგიკის მასწავლებლის სახელი რა გვარია, - კოჭაძე? 


ახლა შოთა რუსთაველს მოვუსმინოთ:


"ავსა კარგად ვერვინ შეცვლის,

თავსა ახლად ვერვინ იშობს."


დავიჯერო, კობახიძემ და ჩარკვიანმა რაღაც ისეთი იციან, რაც რუსთაველმა არ იცოდა?!" - წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge