Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:11 14.03.2019
"ადრე თუ გვიან ბესიკი დიდი მხატვარი გამოვა, ჩემი ალგებრა-გეომეტრია შეიძლება ცხოვრებაში არ დაჭირდესო"

მხატვარი ბესიკ დუღაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მე-8 კლასში ვარ...

კლასში ჩატოვებაზე მაქვს საქმე.

მათემატიკებში, ინგლისურში, ფიზიკაში და ქიმიაში ამაყი ორები მყავს ჩამწკრივებული. (ამას თავისი მიზეზები ქონდა).

პედსაბჭოა.

მეორე წელს ჩატოვებაზე მიდის ლაპარაკი.

მსჯელობენ.

ჰაერში დაეკედა ჩემი ოცნება-ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ჩაბარება.

პრეისტორია.

მათემატიკას ერთი საოცარი ქალი, ეთერ სულავა გვასწავლიდა.

-დუღაშვილი! დავალება!

ავიტუზე, არ მაქვს.

მოვიდა, რვეული წარწერით "Общая тетрадь" ხელში აიღო და გადაფურცლა.

წერია რაღაც, ქართულის...

გადაფურცლა-რუსული.

გადაფურცლა-ფიზიკა...

გადაფურცლა-ქიმია...

გადაფურცლა-მათემატიკა...

გადაფურცლა-ნახატები...

-რას ერჩი, საერთო რვეულია,-ო...

წამსკდა სიცილი...

ხო და ადგა ეს უსაყვარლესი მასწავლებელი პედსაბჭოზე და...

-გვინდა თუ არ გვინდა, ადრე თუ გვიან ბესიკი დიდი მხატვარი გამოვა, ჩემი ალგებრა-გეომეტრია შეიძლება ცხოვრებაში არ დაჭირდეს და სად ვთქვა მერე ეს დიდი მხატვარი კლასში ჩავტოვეო?...

გამაგდეთ თუ გინდათ სკოლიდან და მე სამიანს მაინც დავუწერ,-ო..

დაეთანხმნენ სხვა მასწავლებლებიც და...

ფიზიკას ნიუტონის პორტრეტი დავუხატე, ქიმიას ლომონისოვი, ინგლისურს შექსპირი და ეთერი მასწავლებელმა მუსხელიშვილის, ვეკუას, კუპრაძის და ვიღაც მათემატიკოსი ქალის პორტრეტები დამახატვინა...

Zviadi Sulava მას შემდეგ სულავას გვარს რომ გავიგებ ჩემი საყვარელი მასწავლებელი მახსენდება და რაღაცნაირ თბილ მოგონებებში ვიძირები..

P.S. ხო, მე-6 კლასის ჩათვლით ფრიადოსნების დაფაზე ვიყავი მიტყეპებული.."- წერს ბესიკ დუღაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge