Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:58 14.03.2019
18 მარტს ქუთაისი ქართული სიმღერის დღესასწაულს უმასპინძლებს!

მშობლიურ ქალაქში ამღერებული ქუთათურები

 

18 მარტს, 19.00სთ-ზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე,  ქართული სიმღერის საღამო გაიმართება, სახელწოდებით - ,,შენთან არის გული ჩვენი“.

 

კონცერტის გამართვის იდეა, იმ ადამიანებს ეკუთვნით ვინც ქუთაისში დაიბადნენ და გაიზარდნენ, ახლა კი  ცნობილი ტრიოს, კვარტეტისა თუ ანსამბლის წევრები არიან. ალბათ ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება მოხდეს სცენაზე სადაც ერთად მოიყრის თავს ქართული სიმღერის საუკეთესო შემსრულებელთა არმია: ანსამბლი ,,შვიდკაცა“, ,,თეატრალური კვარეტი“, ტრიო ,,ბალადა“ , ,,ჩვენი კვარტეტი“ , ბექა ბანძელაძე, ზურაბ გოცირიძე, გიორგი ბაბუხადია, ილია ხარაბაძე, გია ცინცაძე, გურამ ბერეკაშვილი, დავით ბრეგაძე, ირაკლი შენგელია, მიხეილ მელაძე, აკომპანიატორი - ლევან ჩხაიძე, საღამოს გაუძღვება, მსახიობი გიორგი შალამბერიძე. ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს და მათი რაოდენობა დღითიდღე მცირდება. როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, მათ კონცერტზე დასასწრებად სტუმრები დედაქალაქიდანაც აპირებენ ჩასვლას. კონცერტის მხარდამჭერია ქუთაისისი მერია.

 

 

 

 


 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge