Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:17 13.03.2019
კითხვას - აღენიშნებოდა თუ არა პირველადი დათვალიერებით ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს დაზიანებები - სუს-ის წარმომადგენელი უპასუხოდ ტოვებს

გალის რაიონში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა ჩაუტარდება და როდესაც დეტალები ცნობილი გახდება, ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ გააკეთა. კითხვაზე, აღენიშნებოდა თუ არა პირველადი დათვალიერებით ცხედარს დაზიანებები, ანთაძემ განაცხადა, რომ მეტ კომენტარს ვერ გააკეთებს.

 

„გადმოსვენების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, განსაკუთრებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ცხედარს ჩაუტარდება კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათავლისწინებით, როდესაც გახდება ცნობილი ცალკეული დეტალები, საზოგადოება ინფორმირებული იქნება. მე სამწუხაროდ, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა ანთაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge