Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:13 10.03.2019
საქართველოს რაგბის ნაკრებმა 52:3 გერმანიის ნაკრები დაამარცხა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს რაგბის ნაკრებმა 52:3 გერმანიის ნაკრები დაამარცხეს. ქართველმა მორაგბეებმა ამ გამარჯვებით ერთი თამაშით ადრე უკვე გაინაღდეს ჯგუფში პირველი ადგილი. მომდევნო მატჩს კი „ბორჯღალოსნები“ რუსეთის წინააღმდეგ კრასნოდარში17 მარტს, 16:00 საათზე გამართავენ. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, "ბორჯღალოსნებმა" დღემდე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის სამივე შეხვედრა მოიგეს - კლუჟში რუმინეთთან 18:9, თბილისში ესპანეთთან 24:10 და ბრიუსელში ბელგიასთან 46:6, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრები 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. გერმანელებმა კი აქამდე ჩატარებული სამივე მატჩი წააგეს - ბელგიასთან ბრიუსელში 22:29, ბოტოშანში რუმინეთთან - 10:38 და ჰაიდებერგში რუსეთთან - 18:26. სამი ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრები 1 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-6 ადგილს იკავებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge