Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:42 03.03.2019
სამ წამყვან ოსკაროსან ფილმზე ქართველი ხმის რეჟისორი მიშა კაჭკაჭიშვილი მუშაობდა

წელს ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზის, “ოსკარის” ყველაზე პრესტიჟული ნომინაცია, საუკეთესო ფილმის პრიზი “მწვანე წიგნმა” მოიგო. ამ ფილმზე ქართველმა ხმის ჩაწერის რეჟისორმა მიშა კაჭკაჭიშვილმაც იმუშავა. “მწვანე წიგნის” ორი მთავარი მუსიკალური სცენის აუდიო სწორედ მის ხმის ჩამწერ სტუდია “ესპლანადაში” მომზადდა, რომელიც შეერთებული შტატების სამხრეთ შტატში, ქალაქ ახალ ორლეანში მდებარეობს. მიშა კაჭკაჭიშვილს ტელეფონით დავუკავშირდით, რათა ჩვენთვის ამ ფილმზე მუშაობის პროცესზე მოეთხრო. შემთხვევით გავიგეთ, რომ მიშას თურმე, “ოსკარის” მთავარ ნომინაციაში გასულ კიდევ ორ ფილმზე უმუშავია: “შავი კლანის კაცი” და “ვარსკვლავი დაიბადა”. ამ ფილმებმა “ოსკარი” სხვა, არანაკლები მნიშვნელობის კატეგორიებში აიღეს. სამივე ფილმი, რომელთა მუსიკის ნაწილი მიშამ “ესპლანადაში” ჩაწერა, ბევრი პრესტიჟული ამერიკული და საერთაშორისო პრიზით დაჯილდოვდა, არამარტო კინემატოგრაფიული, არამედ მუსიკალური ღირსებების გამოც. “მწვანე წიგნმა” 3 “ოსკარი”, 3 “ოქროს გლობუსი”, ბრიტანული “ბაფტა” და ბევრი სხვა პრემია მოიპოვა; “შავი კლანის კაცის” აქტივშია “ოსკარი”, “ბაფტა”, კანის ფესტივალის გრან-პრი და უამრავი სხვა ნომინაცია; ფილმის “ვარსკვლავი დაიბადა” ჯილდოებს შორისაა: “ოსკარი”, “ოქროს გლობუსი”, “ბაფტა” და მრავალი სხვა პრიზი თუ ნომინაცია.

 

რეჟისორ სპაიკ ლის ფილმის “შავი კლანის კაცი” მუსიკის ავტორია ტერენს ბლანჩარდი - გვიყვება მიშა. “ბლანჩარდთან ერთად ალბათ, მინიმუმ 5-6 ფილმზე მიმუშავია. ბლანჩარდი აქ ცხოვრობს, ახალ ორლეანში. შარშან ამდროს, სპაიკი იყო ჩამოსული ახალ ორლეანში. ჩემთან სტუდიაში მოვიდნენდა საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ჩაეწერათ ფილმის მუსიკა. ტერენსი და სპაიკი დიდი ხნის მეგობრები არიან, ბრუკლინიდან მოყოლებული მეგობრობენ. მუსიკა მათ ორ ნაწილად გაყვეს. ძირითადი ნაწილი ბლანჩარდის ელექტრონულ ბენდ ერთად ჩაიწერა, მეორე ნაწილი კიორკესტრთან ერთად მომზადდა. ის, რაც “ი-კოლექტივმა” შეასრულა, დაახლოებით 10 მუსიკალური მონაკვეთი, მე ჩავწერე და შემდეგ ჩემსსტუდიაშივე მოხდა მიქსინგი. რაც შეეხება საორკესტრო ნაწილს, ის ლოს-ანჯელესში, “სონის” სტუდიაში ჩაწერეს. ფილმზე მუშაობა შარშან, სადღაც აპრილის ბოლოს, თუ მარტის დასაწყისში დავასრულეთ”.

 

ჩვენ დავინტერესდით, მოიხსენებენ თუ არა ჰოლივუდის პროდუქციის ტიტრებში მიშას თავისი სახელით და გვარით. როგორც ირკვევა, “შავი კლანის კაცის” და “მწვანე წიგნის” ტიტრებში ნახსენებია მისი სტუდია “ესპლანადა” და მიშა კაჭკაჭიშვილიც, როგორც ხმის ჩაწერის რეჟისორი. ინგლისურად ეს ე.წ. კრედიტი ასე ჟღერს: Recording Engineer, Mixer. ფილმის “ვარსკვლავი დაიბადა” ტიტრებში მიშას სახელი არ მოხვდა, რადგან ის მუსიკა, რომელიც ფილმისთვის “ესპლანადაში” ჩაწერეს, საბოლოო ვერსიიდან ამოიღეს. მიშას თქმით, ფილმის რეჟისორს ბრედლი კუპერს ის “სკაიპის” საშუალებით ესაუბრებოდა. სიმღერა, რომელიც მის სტუდიაში ჩაიწერა, მთავარი გმირების ქორწილის სცენაზე იყო გათვლილი, რომელიც ეკლესიაშია გადაღებული. კომპოზიციასაც “ესპლანადაში” საეკლესიო გუნდი ასრულებდა. “რაც შეეხება “მწვანე წიგნს”, მასზე მუშაობაც გასულ წელს დაიწყო. ჩემთან, სტუდია “ესპლანადაში” ჩაიწერა ფილმის გამხსნელი სცენის მუსიკა, სიმღერა Old Black Majic, რომლითაც ფილმი იწყება. ამ სიმღერისთვისბენდიც მე ჩავწერე, მომღერალიც და მიქსინგიც მე გავაკეთე” - ყვება მიშა.

 

ქართველი ხმის რეჟისორის თქმით, “ესპლანადაში” ჩაიწერა მუსიკა ფილმის კიდევ ერთი მოზრდილი სცენისთვის. “თუ გახსოვთ, მთავარი გმირებიამერიკის სამხრეთში ჩადიან გასტროლებზე. იქ ისინი კლუბში შედიან, პიანისტი ჯერ შოპენს უკრავს, შემდეგ კი ადგილობრივებთან ერთად ბლუზს ასრულებს. ორივე ნაწარმოები ჩემთან ჩავწერეთ და დავმიქსეთ. ფილმის აი ეს ორი, საკმაოდ გრძელი მუსიკალური ნაწილია “ესპლანადაში” ჩაწერილი” - ამბობს მიშა. მისი თქმით, “მწვანე წიგნის” დანარჩენი მუსიკა ძირითადად ძველი ჩანაწერებიდანაა აღებული. მიშა კაჭკაჭიშვილის თქმით, ძალიან ხშირად, ჰოლივუდის ფილმებისთვის მუსიკის ჩაწერა წინ უსწრებს გადაღების პროცესს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა კინო დიდი დოზით ეყრდნობა მუსიკალურ მასალას. სულ, 2018 წელს, სტუდიაში “ესპლანადა” 10-ზე მეტ ფილმზე იმუშავეს. ჰოლივუდის სტუდიების გარდა, ჰქონდათ “ეიჩ-ბი-ოს”, “შოუთაიმის” და “ნეტფლიქსის” დაკვეთები. “ყველას სახელი არც მახსოვს, სიმართლე გითხრა. ერთი რაც დამამახსოვრდა, კომედია იყო “უკანასკნელი გაცინება”, ისიციმიტომ, რომ ამ ფილმზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, თითქმის მთლიანად აქჩავწერეთ, “ესპლანადაში”.

 

“უკანასკნელ გაცინებაზე” 6 თვე ვმუშაობდით. ზოგჯერ ჩავწერთ ხოლმეკომპოზიციას, შემდეგ რაღაცის შეცვლა მოუნდებათ და წავშლით. მერეთავიდან ვიწყებთ ყველაფერს. მართლა კარგი კომედიაა, ის შემდეგ“ნეტფლიქსის” წლის საუკეთესო სამეულშიც დაასახელეს”. ახლა მიშა კაჭკაჭიშვილი მუშაობს ამერიკულ ფილმზე Aმერიცან ღეჯეცტ, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ფილმს ძირითადად ახალ ორლეანში იღებენ და პირველადი ინფორმაციით, ის პოპულარული ტელეშოუს, სიმღერის კონკურსის მონაწილე გოგონაზეა, რომელიც წარმატებას ვერ აღწევს და კონკურსს ტოვებს.

 

 

 

ამერიკის ხმა

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge