Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:26 28.02.2019
ქალების გულთამპყრობლის, ერქან პეტეკაიას მისაბაძი ცხოვრება და დიეტა, რომელსაც თაყვანისმცემლებს უმხელს

პოპულარული სერიალის "ნამსხვრევების" კიდევ ერთი მთავარი გმირი, საკმაოდ სიმპათიური თურქი მსახიობი - ერქან პეტეკაიაა. დღეს გაგანცნობთ ერქანის ბიორგაფიას, პირად ცხოვრებასა და გაიგეთ, როგორ ახერხებს მსახიობი ასეთ კარგ ფორმაში ყოფნას.

ბიოგრაფია

ერქან პეტეკაია - ცნობილი თურქი მსახიობი. ქალების გულთამპყრობელი და სხვა ახალგაზრდა მსახიობებისთვის მისაბაძი მაგალითი. ერქანი თურქეთის პატარა ქალაქ ჩერმიკაში 1971 წლის 11 დეკემბერს დაიბადა. ბავშვობა კი სტამბოლში გაატარა. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ერქანმა მტკიცედ გადაწყვიტა ანატოლიის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩაბარება - დრამატურგიის განხრით. 1990 წელს ერქანმა 

ძალები კინოშიც მოსინჯა, თუმცა პირველ ფილმს მისთვის დიდი წარმატება არ მოუტანია.

1993 წელს სწავლის დამთავრების შემდეგ ერქან პეტერკაია სტამბოლის სახელმწიფო თეატრში მუშაობას იწყებს. 1998 წელს ფილმ "თაჰირის სარკეში" ითამაშა, სადაც ის ცნობილმა რეჟისორმა შეამჩნია და სერიალ "ნათელ დღეებში" მიიწვია. სწორედ ამ სერიალში განასახიერა ერქანმა ერთ-ერთი მთავარი როლი, დიდი წარმატება მოიპოვა და პოპულარული მსახიობიც გახდა. 

სამსახიობო კარიერის მანძილზე ერქანი 15 ფილმში გადაიღეს. 2014 წელს კი სერიალ "ნამსხვრევებში" ითამაშა და ტელემაყურებლის გულები კვლავ დაიპყრო. მისი უკანასკნელი ნამუშევარი 2015 წლის " ახალი სამყაროა". ამ სერიალში განსახიერებული კაპიტან ალის როლით ერქანმა 22 ჯილდო მიიღო. 

პირადი ცხოვრება

ერქან პეტერკაია გარდა კარგი მსახიობისა შესანიშნავი და ერთგული მეოჯახეა. ჰყავს ცოლი დიდემ პეტერკაია. ისინი ერთად ზრდიალ ვაჟს - ჯანოს.

 


Эркан Петеккая (Erkan Petekkaya



როგორც ხედავთ, ერქან პეტერკაია კარგ ფორმაში ყოფნას ყოველთვის ახერხებს და ძალიან მიმიზიდველად გამოიყურება. როგორც მსახიობი ამბობს, მის ათლეტური აღნაგობის დამსახურება ყოველდღიური ვარჯიში და ერთი დიეტაა, რომელსაც მის თაყვანისმცემლებს უმხელს.

დიეტა თურქი დიეტოლოგის მუზაფერ კუშანის მიერაა შედგენილი. ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, მისი წყალობით 10 დღეში 15 კგ-ს დაიკლებს.

მენიუ ერთ კვირიანია, გაიმეორეთ 2-ჯერ. 

საუზმე ყოველდღე ერთი და იგივეა : 1 ც შავი პური, 1 ნაჭერი - ასანთის ყუთის ზომა თეთრი ყველი. უშაქრო ჩაი ან ყავა.

ორშაბათი:

სადილი - 2 მოხარშული კვერცხი; განუსაზღვრელი რაოდენობის პომიდორი და კიტრი.

ვახშამი - გრილზე შემწვარი 8ც გუფთა; ლიმონ მოსხმული მწვანე სალათი.

სამშაბათი:

სადილი - 1 გამომცხვარი ხაჭოს ხვეულა; 1 ჭიქა აირანი.

ვახშამი - შემწვარი წიწილა (ნახევარი); მწვანე სალათი.

ოთხშაბათი:

სადილი - 200 გრ იოგურტი-კეფირი (უცხიმო); 1 ნაჭერი შავი პური.

ვახშამი - 2 ნაკლებ ცხიმიანი დაბეგვილი ხორცის კოტლეტი, გრილზე შემწვარი ან თევზი გრილზე შემწვარი; მწვანე სალათი.

ხუთშაბათი:

სადილი - 200 გრ სალათი - მოხარშული კარტოფილით, პომიდვრით, მწვანე ხახვით, კიტრი და დაწურული ლიმონით, ზეთის გარეშე.

ვახშამი - 6 ც მაყალზე შეწვარი ბატკნის ნეკნები; მწვანილი.

პარასკევი:

სადილი - ამერიკული ომლეტი -რეცეპტი:
დაჭრით 2 საშუალო პომიდორი კუბიკებად, ხახვი დაჭერით წვრილად, ასევე ბულგარული წიწაკა, მოთუშეთ, დაუმატეთ 2 კვერცხი, კარგად აურიეთ და შეწვით.

მწვანე სალათი.

ვახშამი - 1 თეფში მოხარშული მაკარონი, უცხიმოდ. იოგურტი - კეფირი.

შაბათი:

სადილი - 2 ც მოხარშული სოსისი; მწვანილი.

ვახშამი - 3 ც წიწაკა, პომიდორი, პიურე ან ხორცის ფარში, ხახვითა და მცირე რაოდენობით ბრინჯით.
2 კოვზი იოგურტი ან კეფირი.

კვირა:

სადილი - 100 გრ თეთრი ყველი, 1 ნაჭერი შავი პური, კიტრი-პომიდორი.

ვახშამი - 120 გერ ხორცის მწვადი; მწვანილი, თუ მოგშივდათ, შეგიძლიათ მიირთვათ სალათის ფოთოლი, სტაფილო, კიტრი. 

სითხე მიიღეთ რამდენიც გინდათ, შაქარი გამორიცხეთ.

პენი ლეინი

ავტორ(ებ)ი : reitingi.ambebi.ge