Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:30 27.02.2019
უკრაინამ „ევროვიზია 2019“-ში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ისრაელში არც ერთი უკრაინელი მომღერალი არ გაემგზავრება

უკრაინამ სიმღერის კონკურს „ევროვიზია 2019“-ში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მასზე ისრაელში არც ერთი უკრაინელი მომღერალი არ გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური მაუწყებელი ავრცელებს. „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შეეძლო ამოერჩია ნებისმიერი შემსრულებელი არა ეროვნული შერჩევის მონაწილეთა შემადგენლობიდან, მაგრამ მაუწყებელმა ასეთ ალტერნატივაზე უარი თქვა. დღეს შერჩევის შედეგად მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულმა მუსიკოსებმა უარი განაცხადეს კონკურსში მონაწილეობაზე, მანამდე კი, ორშაბათს შესარჩევი ტურის გამარჯვებულმა, მომღერალმა Maruv-მა (ანა კორსუნმა) განაცხადა უარი კონკურში მონაწილეობაზე. ამის მიზეზად მან ხელშეკრულების „კაბალური“ პუნქტები დაასახელა, რომელიც მას ხელმოსაწერად შესთავაზეს კონკურში მონაწილეობისთვის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge