Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

20:14 17.02.2019
საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 22:10 დაამარცხა

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 22:10 დაამარცხა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში "ბორჯღაოსნებმა" ესპანეთს პირველი ტაიმი 12:5 მოუგეს. მე-14 წუთზე გორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა. 23-ე წუთზე მეტოქემ ლელო გაიტანა და ანგარიში 7:5 გახდა. 30-ე წუთზე ჩილაჩავამ ლელო გაიტანა, და პირველი ტაიმი 12:5 დასრულდა. მეორე ტაიმში მსაჯმა მოწინააღმდეგის ორი მოთამაშე გააძევა. ქართველებმა უპირატესობით ისარგებლეს და ლობჟანიძემ ლელო დადო. შემდეგ ქერდიყოშვილმა გაიტანა ლელო, აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 22:5 გახდა. თამაშის დასრულეამდე ესპანეთმა პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში „ბორჯღალოსნებმა“ სტუმრად რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 18:9 დაამარცხეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge