Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:20 11.02.2019
რა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიძლება მივიღოთ აშშ-ის მონაწილეობით?

ანალიტიკოს სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ტრამპმა პოზიციები დათმო, თუმცა გაზის წარმოებით აშშ უმსხვილესი ენერგომწარმოებელი გახდა.

 

„დღევანდელი საერთაშორისო პოლიტიკის გეოპოლიტიკური გამოწვევა გამოიხატება იმაში, რომ აშშ თმობს თავის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში და საკუთარ სტრატეგიულ მოკავშირეებს საუდის არაბეთს, ისრაელს და იორდანიას ტოვებს მარტო იქ არსებული უსერიოზულესი გამოწვევების წინაშე. გარდა ამისა, აშშ აპირებს გამოვიდეს აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან.


„ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აშშ-ს უკვე ნაკლებად აინტერესებს, ახლო აღმოსავლეთში წარმოებული ნავთობი, რადგანაც ფიქლური ნავთობის, გაზის წარმოებისა და ახალი ტექნოლოგიის - თხევადი გაზის ტრანსპორტირების სისტემის ხარჯზე, თვითონ გახდა უმსხვილესი ენერგომწარმოებელი. ამიტომაც, ამ კუთხით დონალდ ტრამპმა, მისი მოსაზრებით, პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო," - აღნიშნა მაისაიამ.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი