Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:11 11.02.2019
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ხვალიდან 15 თებერვლამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 12–14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, თბილი ამინდი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13–18 გრადუსი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე პერიოდულად 17–22 მეტრი წამში იქნება.

 

აღმოსავლეთ საქართველოში კი ამაღამ და ხვალ დილით მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. კერძოდ, კახეთსა და თბილისში. ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6–11 გრადუსი იქნება, თბილისში – 9 გრადუსი.

 

13–14 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ასევე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 9–14 გრადუსამდე აიწევს.

თბილისში – 12 გრადუსი იქნება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge