Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:44 10.02.2019
„ეს შუახნის ქალბატონი, სინამდვილეში წინანდლის ვარდი, ტატოს სატრფო და სამეგრელოს ბანოვანი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძეა!“

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას უნიკალური ნახატის რეპროდუქციას აცნობს:

 

„ეს ბრწყინვალე ნამუშევარი წუხელ, გვიან ღამით ჩემმა აზერბაიჯანელმა მეგობარმა ბეჰრუზ ჰუსეინზადემ გადმომიგზავნა Behruz Huseynzade, ნახატი ერმიტაჟშია დაცული სახელწოდებით "შუახნის ქართველი ქალბატონი". ფოტოს დავხედე თუ არა, მივხვდი, რომ საქმე უნიკალურ ამბავთან გვაქვს, ეს შუახნის ქალბატონი, სინამდვილეში წინანდლის ვარდი, ტატოს სატრფო და სამეგრელოს ბანოვანი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძეა! აფერუმ შენ დედოფალო, წლებმა ვერაფერი დაგაკლო, შენი სიდიადე დღესაც ბრწყინვალედ გამოსჭვივის ამ ნახატიდან!“, წერს გიორგი კალანდია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge