Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:44 10.02.2019
საზარელი მკვლელობა რუსთავში - 29 წლის მამაკაცმა 12 წლის ძმიშვილი მოკლა

საზარელი მკვლელობა რუსთავში. შემთხვევა მე-8 მიკრორაიონში მოხდა. 29 წლის მამაკაცმა 12 წლის ძმიშვილი მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, ბიძამ საკუთარ ძმიშვილს ცივი იარაღით სასიკვლილო ჭრილობები მიაყენა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის დროს ოჯახში მოზარდის ბაბუაც იმყოფებოდა, რომელიც მეზობლების თქმით, სასტიკად იყო ნაცემი. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. 12 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის ზოგჯერ ძმის ოჯახში რჩებოდა.


როგორც ინფორუსთავს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე, მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge