Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:28 07.02.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს ტერიტორიაზე შუა საუკუნეების სამარხი აღმოაჩინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს ტერიტორიაზე, მიწის სამუშაოების ჩატარების დროს, ადგილობრივმა მოსახლეობამ, წინასწარი ინფორმაციით, შუა საუკუნეების სამარხი აღმოაჩინა. სამარხის დათვალიერებისა და შესწავლის მიზნით, დღეს აღმამედლოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. სპეციალისტებმა სამარხი ზედაპირულად დაათვალიერეს. მათი ინფორმაციით, სამარხი, რომელიც სავარაუდოდ შუა საუკუნეებით თარიღდება, ქვაყუთისგანაა დამზადებული ანუ ქვის ფილებისგანაა აგებული. უახლოეს პერიოდში სამარხი გაიხსნება და არქეოლოგები მის დეტალურ შესწავლას დაიწყებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge