Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:19 07.02.2019
„თბილისში თუ ჩამობრძანდა, მძიმედ დაველაპარაკები“ - მეუფე იაკობი

პატრიარქის ქორეპისკოპოსის ხმამაღალი განცხადებები - მეუფე იაკობმა რუსეთის ყველაზე გავლენიანი მიტროპოლიტი ილარიონი კომიკურ რუს პოლიტიკოსს ვლადიმირ ჟირინოვსკის შეადარა და რუსული სპეცსამსახურების აგენტი უწოდა. ამის შესახებ მეუფე იაკობმა „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

 

მეუფე იაკობი ილარიონ ალფაევის განცხადებამ გააღიზიანა, რომელმაც თქვა, რომ თუკი საქართველოს საპატრიარქო მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ რუსეთის საპატრიარქო ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს:

 

„ჩვენმა მასმედიამ როცა დაწერა ის სიტყვები, მე მეგონა, ან ჟირინოვსკიმ თქვა, ან ჟირინოვსკის პარტიამ თქვა, მაგისამ, რა, სამარცხვინოა, თან საგარეო ის რომ აბარია. მაგენი ვერ შეეშვნენ იმას, რა, როგორც იყვნენ ძველად ქოპერპროკურორების იმის ქვეშ, მერე КГБ-ს ქვეშ იყვნენ, ახლა ФСБ-ს და ГРУ-ს და იმის ქვეშ არიან. თბილისში თუ ჩამობრძანდა, მაგას ქართულად ცოტა მძიმედ დაველაპარაკები, რა, ვიღაცა ალფაევი ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს. ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ საქართველოს ეკლესიაში, რომელიც რუსებს წირვაზე არ აყენებს. მაგი კარგად იცოდეთ. შოვინიზმი და ყველაფერი იყო მაგასთან. არავითარი ქრისტიანული მაგასთან არ იყო როცა ლაპარაკობდა მაგას. ამიტომ მე შეურაცხყოფილი არ დავრჩები იმიტომ, რომ უტვინო განცხადება გააკეთა როგორც ყოველთვის.


სანამ პატრიარქის სტიქაროსანი გახდებოდა აფხაზეთში, ქართული ასწავლა, მეუფე ანანიასთან გუშინ ვსაუბრობდი მაგ თემაზე რა, მორჩილი იყოო, რა, ისეთი იყოო, მერე მე ვასწავლეო ქართულიო. მნიშვნელობა არ აქვს სტიქაროსანი, მღვდელი შეიძლება მოღალატე გახდეს. როდესაც ნაციონალისტ რუსებთან, ნაციონალისტს და შოვინისტს ეხება საქმე, იქ ღვთის მადლი აღარ მოქმედებს რა. იქ მოქმედებს სხვადასხვა იმითი რა. ეშმაკისგან მოქმედებენ თუ ვისგან მოქმედებენ, ღმერთისგან არ არიან,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge