Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:15 05.02.2019
ლეპრენსის "ქართველი" - როგორ იცვამდნენ საქართველოში

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც ამჟამად დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ისტორიულ წყაროებზე მუშაობს, ქართველებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო სურათების ასლებს აქვეყნებს და წერს: 

 

„იცოდით, რომ მე-18 საუკუნის გამორჩეულმა ფრანგმა მხატვარმა და გრავიორმა ჟან ბატისტ-ლეპრენსმა (1734-1781) ქართველი დახატა. ეს ნამუშევრები არამარტო გამორჩეული ხელოვნების ნიმუშებია, არამედ, ბრწყინვალე წყარო ქართული კოსტიუმის ისტორიის შესასწავლად. ლეპრენსის "ქართველი" ერთ-ერთ აუქციონზე გაიყიდა. ინფორმაცია ჩემმა აზერბაიჯანელმა მეგობარმა ბეჰრუზ ჰუსეინზადემ მოიპოვა, რომლის განსაკუთრებით მადლიერი ვარ,“ წერს გიორგი კალანდია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge