Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:55 05.02.2019
„შუა საუბარში გურანდა გაჩუმდებოდა და იქვე დაჯდებოდა, გაიხედავდნენ და პლაჟზე საცურაოდ გამზადებული ოთარი მოდიოდა - გურანდას ტემბრი მაშინვე იცვლებოდა და ამბობდა: კი, ოთარ!“

ჟურნალისტი ზაურ მირიანაშვილი სოციალურ ქსელში დიდი მსახიობების ოთარ მეღვინეთუხუცესის და გურანდა გაბუნიას ძველ ფოტოს აქვეყნებს:

 

„ამ ფოტოს ვეძებდი და ახლა ვიპოვე. მარტო იმით არ არის საინტერესო, რომ სულ ახალგაზრდა და ოთარი და გურანდა არიან.. აფხაზეთის სანაპიროზეა გადაღებული, იცით ეს რომელი პერიოდია? ყველა საბჭოთა ვარსკვლავი რომ ბიჭვინთაში ისვენებს და ყველა მათგანი რომ უფერულდება, როცა გურანდა ისტორიების მოყოლას იწყებს.. გარს შემოერტყმებოდნენ ხოლმე და ყველა გაფაციცებით უსმენდა, ეშინოდათ თვალის დახამხამებაში რამე არ გამორჩენოდათ, გურანდაც მთელი ენერგიით დგამდა მონოსპექტაკლებს და ტყუილ-მართლით უმასპინძლდებოდა კოლეგებს.. შუა საუბარში გურანდა გაჩუმდებოდა, წარბებს ჩამოუშვებდა და იქვე დაჯდებოდა, გაიხედავდნენ და პლაჟზე საცურაოდ გამზადებული ოთარი მოდიოდა. გურანდას ტემბრი მაშინვე იცვლებოდა და ამბობდა: კი, ოთარ.. რა თქმა უნდა.. ამ ფოტოზეც ასე, ჩაფიქრებული ოთარი და მოწყენილი გურანდა. ოთარის მუხლზე დაყრდნობილი. ძნელია, მთელი ცხოვრება ასეთი დასაყრდენი გყავდეს და მისი წასვლის შემდეგ შეძლო რამის გაგრძელება. ახლა მისი ოთარი მიხედავს და ჩაიბარებს...“  

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge