Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:41 02.02.2019
„დიდი ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის ევროპული ცხოვრება დაიწყო - ევროპულმა გამომცემლობამ მისი ნახატების ფერადი ალბომი გამოსცა“

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

 

„არის, აღსრულდა! - დიდი ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის ევროპული ცხოვრება დაიწყო, ამ მხატვრის შემოქმედებით ბიოგრაფიაში და ჩვენი თითქმის საუკუნოვანი მუზეუმის ისტორიაში პირველად ევროპულმა გამომცემლობამ ოცხელის ნახატების ფერადი ალბომი გამოსცა. კატალოგში შესულია 100-ზე მეტი რეპროდუქცია, თან ახლავს კოტე ჯანდიერის შესანიშნავი ტექსტი, შემდგენელი თქვენი მონა მორჩილი, შესავალი ჩემი და ჳლადიმერ ველმისნკი, ტექსტი ასევე ხელოვნებათმცოდნე ვადიმ ზახაროვი. წიგნი დაიბეჭდა ბერლინში - გამომცემლობა ciconia -ში. უმაღლესი პოლიგრაფია და დიზაინი, ისე როგორც ეს ოცხელს ეკადრებოდა. განსაკუთრებული მადლობა საქართველო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, წიგნის ეროვნულ ცენტრს და გამორჩეულად იკი ჭოღოშვილს, რომელმაც დიდი შრომა და ენერგია ჩადო ამ საქმის წარმატებაში. ვულოცავ ოცხელის შემოქმედების თაყვანისმცემლებს, ავტორებს, მუზეუმელებს, დარწმუნებული ვარ, ამით ოცხელის მსოფლიო ტურნე იწყება.“ 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge