Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:39 02.02.2019
"Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში, შესაძლოა, მომღერალი მერაია ქერი ჩამოვიდეს" - გიორგი ქობულია

Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში, შესაძლოა, მომღერალი მერაია ქერი ჩამოვიდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოში მომღერალი პირველ კონცერტს Black sea Arena-ს სცენაზე მიმდინარე წლის მაისში გამართავს.

 

„ვაგრძელებთ ინტენსიურ პროგრამას Black sea Arena-ს ბაზაზე. შესაძლებელია, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში, მერაია ქერი ჩამოვიდეს საქართველოში და მაისში გამართოს პირველი კონცერტი. ეს არის პროცესში. როგორც კი დაზუსტებული იქნება, შეგატყობინებთ“, - განაცხადა ქობულიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge