Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:53 25.01.2019
"ჩემი წინადადებაა, დავარტყათ მტერს მამაცურად და როდესაც გავიმარჯვებთ, ჩვენი გამარჯვება რომის პაპს დავალოცვინოთ"

1943 წელს, თეირანის კონფერენციაზე, ჩერჩილმა უთხრა რუზველტს, რომ სტალინისთვის ერთობლივათ ეთხოვათ, რომის პაპი შეეყვანათ კოალიციაში და სამეული ოთხეულად გარდაქმნილიყო. ოფიციალურ სხდომაზე სტალინთან ამ თემაზე უხერხულად ჩათვალეს საკითხის დაყენება, მაგრამ სადილის დროს რუზველტმა მორჩილებით შესთავაზა სტალინს რომის პაპის კოალიციაში შეყვანა. სტალინი საკითხს სერიოზულად მიუდგა და აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა:

 

_ რამდენი დივიზიის გამოყვანა შეუძლია რომის პაპს და რა სახეობის?

 

რუზველტი მიხვდა სტალინის ირონიას და, უხერხულობაში ჩავარდნილმა, ვერაფერი უპასუხა, მაგრამ საუბარში ჩერჩილი ჩაერთო:

 

_ ბატონო მარშალო, რომის პაპს დივიზიები არ ჰყავს, ის მხოლოდ ილოცებს ჩვენზე.

 

_ თუ რომის პაპს დივიზიები არ ჰყავს და არც შეიარაღება გააჩნია, რატომ გვინდა მისი კოალიციაში შემოყვანა? თუ მხოლოდ საკმეველი უნდა გაიქნიოს, ეს ჯერ-ჯერობით მეც შემიძლია (როგორც საღვთო პირს) და ვილოცებ კიდეც გამარჯვებისთვის. ჩემი წინადადებაა, დავარტყათ მტერს მამაცურად და როდესაც გავიმარჯვებთ, ჩვენი გამარჯვება რომის პაპს დავალოცვინოთ.

 

ამით საკითხი ამოიწურა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge