Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:33 24.01.2019
„40 წლის ბრძოლის შემდეგ, დაუღალავად იბრძვის, იგი ალმოდებულ გემზეც კაპიტნად რჩება და ურჩევნია ჩაიძიროს, ვიდრე ალამი დაუშვას“

ფეისბუკგვერდი ზვიად გამსახურდიას შემოქმედება აქვეყნებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ ვალერია ნოვოდვორსკაიას კომენტარს, რომელიც "ნოვი ვზგლიადის" მე-8 ნომერში გამოქვეყნდა 1993 წელს:

 

ვალერია ნოვოდვორსკაია ზვიად გამსახურდიას შესახებ: "ის კეთილშობილია, ალალი, წმინდა და განასახიერებს დიდი მეცნიერის სიბრძნესაც, მწერლის ნიჭსაც და სიმტკიცეს ბავშვურად გულუბრყვილო მარტვილისა. ესაა ჩვენი დროის მეფე მათეუში. იგი მთელი სიცოცხლე ებრძოდა კომუნიზმს და მისგან ათავისუფლებდა თავის პატარა ქვეყანას. იგი მარად დისიდენტია, რომელმაც გადაიტანა ციხეც, წამებაც და კატორღაც. როცა ძალაუფლება მიიღო, მან უარი თქვა მსხვერპლად შეეწირა ყრმა უფლისწული, როგორც იქცევა თითქმის ყველა პრეზიდენტი. დღესაც, 40 წლის ბრძოლის შემდეგ, დაუღალავად იბრძვის, იგი ალმოდებულ გემზეც კაპიტნად რჩება და ურჩევნია ჩაიძიროს, ვიდრე ალამი დაუშვას. ესაა ზვიად გამსახურდია, ქართული სიბრძნისა და ღირსების მატარებელი".



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge