Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:13 21.01.2019
მამუკა ბახტაძეს პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლებს, რომელმაც ამისთვის მზადება უკვე დაიწყო და პოზიციების გასამყარებლად, სუსში საკუთარ კადრებს ნიშნავს

მთავრობაში, სავარაუდოდ, რადიკალური ცვლილებები იგეგმება - "ბრძოლა მიდის, თუ ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე" - სტატიას ამ სათაურით გამოცემა „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს. კულუარული ინფორმაციით, თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად, შეიცვლება პრემიერიც. სტატიაში ნათქვამია, რომ მამუკა ბახტაძეს პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს. როგორც ამბობენ, გახარიამ ამისთვის მზადება უკვე დაიწყო და პოზიციების გასამყარებლად, სუსში საკუთარ კადრებს ნიშნავს. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, ერთ-ერთი ვერსიით, მას შალვა ტაბატაძე შეცვლის, რომელიც ასევე გახარიას კადრია. იმას, რომ სამთავრობო ცვლილებებია მოსალოდნელი, პირად საუბრებში არც პარლამენტში უარყოფენ, თუმცა დეტალებისგან თავს იკავებენ. კვირის პალიტრის ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში დღეს ფორმალური ერთიანობაა და ყველა ჯგუფი ცდილობს გავლენის მოპოვენას ბიძინა იავნიშვილთან. "თამაში მიდის თუ ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე, რომელიც შემდეგომ 2020 წლის საპარლამენტო სიას დააკომპლექტებს" - ნათქავამია სტატიაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge