Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:48 15.01.2019
#MuseumSelfieDay2019 - გადაიღე ფოტო და ჩაერთე კონკურსში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ტრადიციულად სოციალურ ქსელებში წამოწყებულ კამპანიას #MuseumSelfieDay - ს უერთდება. ამის შესახებ მუზემი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  "ჯორჯიან თაიმსი"უცვლელად გთავაზობთ.

 

"#MuseumSelfieDay2019 16 იანვარს აღინიშნება. 15 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით ჩაერთე კამპანიაში - #მოდიმუზეუმში, გადაიღე Selfie და ატვირთე საჯაროდ შენს სოციალურ ქსელებში ჰეშთეგებით: #MuseumSelfie #MuseumSelfieDay#GNMuseumSelfie. ასევე მოგვნიშნეთ Facebook-ზე, Instagram-სა და Twitter-ზე. 


საუკეთესო ფოტოების ავტორებს მუზეუმის გუნდი გამოავლენს. მათ გადაეცემათ მუზეუმის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები საქართველოს კულტურასა და ისტორიაზე. შერჩეული ფოტოები ეროვნული მუზეუმის სოციალურ ქსელებშიც გამოქვეყნდება. 


ჩვენი მუზეუმები: https://goo.gl/38JTTy "- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge