Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:13 11.01.2019
„მინდა პრეზიდენტობის პირველი სამი კვირა მოკლედ მიმოვიხილო" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუხის სავაჭრო ცენტრის სრული დატვირთვით ამოქმედება პრიორიტეტი უნდა გახდეს.

 

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა გასული სამი კვირის განმავლობაში თავისი საქმიანობა მიმოიხილა.

 

„მინდა პრეზიდენტობის პირველი სამი კვირა მოკლედ მიმოვიხილო. ნელ-ნელა ვეჩვევით აქაურ პირობებს და ნელ-ნელა მიდის ის აუცილებელი რემონტი, რასაც აქაური შენობის მდგომარეობა საჭიროებდა. ასევე ვაკომპლექტებთ ჩვენს გუნდს, დაწყებულია ადმინისტრაციის რეორგანიზაცია. ასევე დავიწყეთ რეგიონებში გასვლა და პირველი გასვლა იყო სამეგრელოში. გაიმართა საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში, ვიყავით ასევე ენგურის ხიდზე და ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი იყო, რომ დავათვალიერეთ რუხის საავადმყოფო, რომელიც ერთი მხრივ, ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა მეორე მხრივ, ჯერ კიდევ არ არის ამოქმედებული. მიმაჩნია, რომ უთუოდ პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ ის უახლოეს მომავალში ამოქმედდეს. ეს აუცილებელია, როგორც რეგიონისთვის, ასევე ნდობის ამაღლებისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge