Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:24 11.01.2019
საბერძნეთში მცხოვრები ქართველი გოგონას - ლენა ქევხიშვილის პირველი ნაბიჯები ქართული ტურიზმის ასპარეზზე

ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი გოგონა ლენა ქევხიშვილი, ბოლო ოთხი წელია, რაც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, დედოფალი მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტში (ედინბურგის ფილიალი) საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტის მართვის სპეციალობაზე სწავლობს.

 

22 წლის ქართველი გოგონა, ასაკის მიუხედავად, აღნიშნულ სფეროში, სემინარებისა და ტრენინგების საკმაოდ წარმატებული მენეჯერი და წარმდგენია.

 

ლენა ქევხიშვილმა, 2017 წელს საკუთარი ფინანსებით მოამზადა სემინარი იმ თანატოლების ცოდნის ასამაღლებლად, რომლებსაც სურთ თავი აღნიშნულ ბიზნესში დაიმკვიდრონ.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში მან შეძლო და აიღო დიპლომები სოციალურ მედია მარკეტინგში და VIP ტურიზმის განვითარებაში.

 

ახალგაზრდა მენეჯერმა, კარიერა ისეთი დაბალი საფეხურიდან  დაიწყო, როგორიცაა მიმტანის პოზიცია ხუთ ვარკვლავიან სასტუმროში, სადაც პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მიიღო.

 

ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ლენამ ასევე წარმატებით გაიარა ტრენინგები ეფექტური მოლაპარაკების სტრატეგიის ტაქტიკის, დროის მენეჯმენტის, ხელმძღვანელის უნარ-ჩვევების, სტუმრებთან პირადი კავშირის დამყარების  მიმართულებით.  მისმა დაუღალავმა შრომისუნარიანობამ შედეგი გამოიღო და მოხვდა Expedia Group“- ში. ეს არის კომპანია, რომლის პლატფორმაც აერთიანებს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ  ინტერნეტ ტურისტულ ბრენდებს. აღნიშნულ კომპანიაში, ნიჭიერი ქართველი გოგონა  ერთი წლის განმავლობაში, კვიპროსის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ამის შემდეგ, ლენა ინტერნეტ გაყიდვების აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გადავიდა. მისი მმართველობის ქვეშ იყო სამი ბუტიკ სასტუმრო და ათი ლუქსური ვილა. ის აქ გახდა მასტერი კლიენტთან კომუნიკაციასა და მომსახურების საკითხებში.

 

ამის პარალელურად, ლენამ შექმნა და წარმატებით ამუშავებდა კომპანია Athens VIP Taxi“- ის.

 

 

ლენას სურვილია ევროპაში მიღებული გამოცდილება, გეგმები და იდეები უკვე საკუთარ სამშობლოშიც განახორციელოს. სწორედ ამიტომ, მან დააარსა ტურისტული გასაქირავებელი ობიექტების მმართველი სააგენტო (Rental Homes Georgia), https://www.facebook.com/rentalhomesgeorgia რომელიც გვთავაზობს შემდეგ სერვიზებს:


 

1. ტურისტული ობიექტის მართვა

2. მარკეტინგის და გაყიდვის სტრატეგიები

3. ობიექტის ბრენდინგი

4. ონლაინ ტურისტული სააგენტოების მენეჯმენტი (Airbnb, Booking, Expedia, HomeAway და ..)

5. Reservations მენეჯმენტი

6. Concierge სერვისი

7. სოციალური მედიის მარკეტინგი (Facebook, Instagram, GoogleMyBusiness და ..)


 

პროექტის მიზანია შესთავაზოს მეპატრონეებს მარტივი და ხელმისაწვდომი ვარიანტები იმისა, თუ როგორ მოხდეს ტურისტების მოზიდვა.


 

„იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის ტურიზმის სფერო საკმაოდ წარმატებულია საქართველოში, ვფიქრობ, ახალი 2019 წელი, ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მრავალფეროვანი  და ნაყოფიერი იქნება. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი განათლება და ამ სფეროში მიღებული გამოცდილება სწორედ საქართველოში რეალიზდეს,“  - აცხადებს ლენა ქევხიშვილი „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

 


 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge