Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:12 11.01.2019
"საკუთარი გადაწყვეტილებებით ამბობენ სათქმელს და პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებენ"- როგორ ირჩევენ მოსამართლეებს სხვა ქვეყნებში

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ნახეთ, დაფიქრდით, დაინტერესდით როგორ ირჩევენ მოსამართლეებს 


-- იქ სადაც, კანონის უზენაესობაა სახელმწიფოს ხერხემალი და არა შსს მინისტრი ან სუსი!


-- იქ სადაც, ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ რომ შემდეგი რამდენიმე ათეული წლის მანძილზე სწორედ ამ კაცმა ან ქალმა უნდა დაადგინოს ქვეყანაში სამართალი და უზრუნველყოს მოსახლეობის რწმენა კანონის წინაშე თანასწორობის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის მიმართ;
-- იქ სადაც, მათი დაწერილი გადაწყვეტილებებით თაობები გაიზრდებიან სამართლის სკოლებში;


-- იქ სადაც, მათ დაწერილი გადაწყვეტილებები ხშირად საუკუნეებს გაუძლებს, ტაბუებსა და ცრურწმენებს მოშლის, უთანასწორობის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციისთვის აშენებულ კედლებს დაანგრევს;


იქ მოსამართლის მანტიას პატივს სცემენ, ენდობიან, მათ გადაწყვეტილებებს ემორჩილებიან, პოლიტიკურ ოპონენტებად არ მიიჩნევენ, უმაღლესი იურიდიული სკოლების გამოსაშვებ ცერემონიებზე იწვევენ როგორც სამაგალითო და მისაბაძ პროფესიონალებს. 


მოსამართლეები საკუთარი გადაწყვეტილებებით ამბობენ სათქმელს და პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებენ, პრესკონფერენციებს არ მართავენ და პოლიტიკურ დისკუსიებში არ მონაწილეობენ. მათ იციან საკუთარი სიტყვის, მანტიის, მანდატის ფასი და ძალა. 


და ეს ყველაფერი სწორედ შერჩევით იწყება."
- წერს თინა ხიდაშელი და ვიდეოს აქვეყნებს. 

 

იხილეთ ვიდეო ბმულზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge