Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:36 11.01.2019
რუბრიკა - ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად

ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი რამდენიმე საზოგადოებრივ პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთი მათგანია - "ილაპარაკე ქართულად", რომელსაც "ჯორჯიან თაიმსი" უერთდება და მკითხველს პერიოდულობით სთავაზობს იმ მიმართულებებს, რომელზეც სახელმწიფო ენის დეპარტამენტი  ყურადღებას ამახვილებს. 

 


ნაცნობი გამოთქმების უცნობი ისტორიები 

 

 

ტყუილს მოკლე ფეხები აქვსანდაზად ქცეული ეს გამონათქვამი აღმოსავლეთის ქვეყნების სამართლის ისტორიიდანაა. დამნაშავის გამოსააშკარავებლად  ეჭვმიტანილებს გაჭიმული მუხლებით ფეხზე დგომას აიძულებდნენასეთ მტანჯველ პროცედურას დიდხანს ვერავინ უძლებდა, ამიტომ დამნაშავეს მალევე ასახელებდნენ

 

დაიცავი სახელმწიფო ენა!   

 

დედლაინი - ბარბარიზმია

 

ბოლო ვადა ქართულია

 

 

ლინკი -  ბარბარიზმია

ბმულიქართულია

 

 

ბორდერიზაცია - ბარბარიზმია

საზღვრის გავლებაქართულია

 

 

მანუალი - ბარბარიზმია

სახელმძღვანელო -ქართულია

 

სიტყვების ისტორია

 

ამბოხი -ეს სიტყვა ფალაურ ენაში  ბრბოს ნიშნავსქართულ ენაში ამბოხი ბრბოს, ხალხის მღელვარებას გამოხატავს


 

ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად

 

იპოვნა - მცდარია

იპოვა -  სწორია

 

უთქვია - მცდარია

უთქვამს - სწორია


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge