Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:51 11.01.2019
„ეტყობა, ბომბეიდან ლოდონამდე და ლონდონიდან ბომბეის მიმართულებით გვირაბებიც იმ საზოგადოებას გაჰყავს, ვინც მოსამართლეთა 10-კაციან სიას მხარს არ უჭერს და უპირისპირდება?!“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თემას ეხება და წერს:

 

„ბოლო დღეების მანძილზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი პოლიტიკურად გააქტიურდა. ბეცია ის, ვინც იუსტიციის საბჭოს ამ წევრებს აგულიანებს და პარლამენტის წევრებთან აგრესიულ პოლემიკას ურჩევს. ჩემი რჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხსენებული წევრებისადმი მარტივია: დამშვიდნენ და დაელოდონ პარლამენტის გადაწყვეტილებას! მოთმინება გამოიჩინონ, ვიდრე წარმოდგენილი სიის ბედი გადაწყდება და ახლავე შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, რომ ამ სახით, ამ პერსონებით წარმოდგენილ სიას პარლამენტი არ დაამტკიცებს ან დაამტკიცებს, მაგრამ ეს იქნება ძალადობა ხალხის ნებაზე და ხალხის მხრიდან საპასუხო რეაქციაც ხელისუფლებისადმი ცალსახად მძიმე იქნება! ეს ისე, მოკლე შესავალი, ახლა საინტერესო ეპიზოდი.


თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის განცხადებაზე, რაც ერთი და იგივე დროს, სოციალურ ქსელში, სასწრაფოდ შექმნილი საავტორო გვერდებიდან ოპერატიულად გავრცელდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს ორი წევრი, ბატონები ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე ამ თანამდებობაზე (2017 წლის მარტში) „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ დაამტკიცა. მათ მიერ ოპერატიულად გავრცელებული განცხადებები ერთი რედაქტორის მიერ დაწერილ ტექსტს ჰგავს. არა, კი არ ჰგავს, დარწმუნებული ვარ, ერთმა „რედაქტორმა“ დაწერა. შოკისმომგვრელია განცხადებების პათოსი, რაც იუსტიციის საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის: ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის „მხილებას“ ისახავს მიზნად. კიდევ უფრო მეტად დამაფიქრებელია განცხადებებში გამოყენებული ფრაზეოლოგია:“ ისინი მიზანმიმართულად ეწევიან სასამართლო სისტემის ძირგამომთხრელ საქმიანობას“, „ ისინი ცდილობენ საბჭოს ბლოკირებას“, „ისინი მიზანმიმართულად ახდენენ საბჭოსა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას“ და ა.შ. ეტყობა, ბომბეიდან ლოდონამდე და ლონდონიდან ბომბეის მიმართულებით გვირაბებიც იმ საზოგადოებას გაჰყავს, ვინც მოსამართლეთა 10 კაციან სიას მხარს არ უჭერს და უპირისპირდება?! ეტყობა, ბომბეიდან ლოდონამდე და ლონდონიდან ბომბეის მიმართულებით გვირაბებიც იმ საზოგადოებას გაჰყავს, ვინც მოსამართლეთა 10 კაციან სიას მხარს არ უჭერს და უპირისპირდება?! სამაცხვინო, საბჭოთა, ძერჟინსკული მეთოდოლოგია!

 

აი, რას ვეუბნებით ჩვენ „არა“-ს!!!

 

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მივმართე პარლამენტს,- მომხდარიყო პარლამენტის მიერ დამტკიცებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ ორი წევრის გამოწვევა და ახლა კიდევ უფრო მყარია ჩემი რწმენა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხარებავასა (ხმა ლევან მურუსიძეს მისცა) და ქადაგიძის (ხმა ლევან მურუსიძეს მისცა) ადგილი ნამდვილად არაა.“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge