Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:28 10.01.2019
„ერთმა დარბაზში მომუშავე მოხუცმა მეცნიერმა მითხრა: „მგონია, ასე მხოლოდ სამოთხეში იცმევენო“, ჰოდა, მეც ვუპასუხე: „ეგ სამოთხე ჩემი ქვეყანაა, მეთქი“!

თბილისის ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც ამჟამად ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში იმყოფება, ახალი აღმოჩენების შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს: 

 

„აბა გულწრფელად მითხარით, არის თუ არა ეს საგანძური!? რა თქმა უნდა, არის! ქართველები და მათი ბრწყინვალე სამოსი, ჩახატული ბრიტანელი მოგზაურის მიერ მე-19 საუკუნის დასაწყისში, ეს მოგზაურობის წიგნი ლონდონში გამოიცა, თუმცა მის შესახებ ჩვენში ალბათ მხოლოდ პროფესიონალთა მცირე წრემ იცის, დღეს ბრიტანეთის ბიბლიოთეკამ ამ ხელნაწერზე და ორიგინალ ნახატებზე მუშაობის უფლება მომცა, ჰოდა რომ ვუყურებ ტანში ჟრუანტელი მივლის,ისეთი ამაყები და ლამაზები არიან ქართველები, მედიდურ და ბრწყინვალე სამოსში გამობრწინებულნი, მარტო მე კი არ მომწონს, აქაურებიც იხიბლებიან, ჩემს წინ გადაშლილ ამ უზარმაზარ ხელნაწერთან მოდიან და ჩემთან ერთად ამ მინიატურებს ფოტოებს უღებენ, ერთმა დარბაზში მომუშავე მოხუცმა მეცნიერმა მითხრა „ მგონია ასე მხოლოდ სამოთხეში იცმევენო“ ჰოდა მეც ვუპასუხე: „ეგ სამოთხე ჩემი ქვეყანაა, თქო“! კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა ამ უნიკალური შანსისთვის, განსაკუთრებით რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდს და ბატონებს ზვიად გაბისონიას და ჯაბა სამუშიას! თქვენი მხარდაჭერა ჩვენი მუზეუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“წერს გიორგი კალანდია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge