Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:56 08.01.2019
ქეთა თოფურია პუტინის არომატით - "გმადლობთ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ"

სუ­ნა­მო, რომ­ლის შექ­მნის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნია, რუ­სეთ­ში კი­დევ ერთხელ გა­მო­უშ­ვეს. ბრენ­დის Leaders და­მა­არ­სებ­ლის მაქ­სიმ ფო­მი­ჩი­ო­ვის თქმით, ახა­ლი სუ­ნა­მო რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ეძღვნე­ბა.

 

პირ­ვე­ლი სუ­ნა­მო კომ­პა­ნი­ამ 2015 წელს გა­მო­უშ­ვა, ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ფო­მი­ჩი­ოვს გა­უჩ­ნდა იდეა, გა­ე­ფარ­თო­ე­ბი­ნა ბრენ­დი და სუ­ნა­მო ქა­ლე­ბის­თვი­საც შე­ექ­მნათ.

 

 

კომ­პა­ნი­ის და­მა­არ­სებ­ლის თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად პარ­ფი­უ­მე­რი­ას აწარ­მო­ებ­დნენ მე­ფე­ე­ბის­თვის, იმ­პე­რა­ტო­რე­ბის­თვის, გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და იდე­აც სწო­რედ აქე­დან გაჩ­ნდა.

 

სუ­ნა­მო The Leaders Number One საფ­რან­გეთ­ში შე­იქ­მნა პარ­ფი­უ­მე­რის ვლად რე­კუ­ნო­ვის დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ბე­ლო­რუ­სი­დან არის. ბოთ­ლი, რომ­ლის დი­ზა­ი­ნი პო­ლო­ნეთ­ში შექ­მნეს, იტა­ლი­ა­ში დამ­ზად­და.

 

ფო­მი­ჩი­ო­ვი ფიქ­რობს, რომ სუ­ნა­მოს შე­სა­ხებ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ტყოს, რად­გან ეს "სუ­ნა­მო­ზე მე­ტია და მისი მოხ­მა­რე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პრე­ზი­დენ­ტის მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტა­ვენ" :

 

„სუ­ნა­მო გან­კუთ­ვნი­ლია ყვე­ლას­თვის, ვი­საც სურს, რომ კარ­გი სურ­ნე­ლი ჰქონ­დეს და ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც უყ­ვარს და ვინც მხარს უჭერს ჩვენს პრე­ზი­დენტს".

 

სუ­ნა­მო, რო­გორც ირ­კვე­ვა, ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს სა­ჩუქ­რად გა­უგ­ზავ­ნეს. მათ შო­რის არის ქეთა თო­ფუ­რი­აც - მომ­ღე­რალ­მა „ინ­სტაგ­რამ­ზე“ გა­ნა­თავ­სა სუ­ნა­მოს ფოტო, სა­ხელ­წო­დე­ბით „გმად­ლობთ, ვ.ვ.“ [ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რო­ვი­ჩო].

 

 

მედიის ინფორმაციით,  რუ­სე­თის ლი­დერ­მა სუ­ნა­მოს შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის. კრემ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა დი­მიტ­რი პერსკოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პუ­ტი­ნის სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის ნე­ბარ­თვა არ გა­უ­ცი­ათ.

 

Leaders-ის სუ­ნა­მოს შე­ძე­ნა იბე­ი­ზე 245 დო­ლა­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

 

ავტორ(ებ)ი : ambebi.ge