Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:27 08.01.2019
ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო ლეფსაიამ განუცხადა.

 

მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კლინიკაში გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

 

„კარანტის გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ლაბორატორიულად გამოკვლეული არ არის და ვერ ვერტყვით, რომ ეს იყო H1N1 ვირუსი. იგი მწვავე პნევმონიით დაიღუპა. ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. სამედიცინო დაწესებულებებს გრიპის ვირუსის სიპტომებით 1427-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 38 არის ჰოსპიტალიზირებული, ხოლო მწვავე, გართულებული ფორმით იყო 4 შემთხვევა, მათ შორის ერთი გარდაცვალება. მინდა მოსახლება დავამშვოდო, სიტუაცია არაა საგანგაშო,“- აღნიშნა ნინო ლეფსაიამ.

 

ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge