Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:26 06.01.2019
სომეხთა სამოციქულო ეკლესია 6 იანვარს ქრისტეშობასა და ნათლისღებას აღნიშნავს

სომეხთა სამოციქულო ეკლესია 6 იანვარს ქრისტეშობასა და ნათლისღებას აღნიშნავს. დილა ღვთისმსახურებით, სადღესასწაულო წირვით დაიწყება, მოგვიანებით კი წყალ-კურთხევის წესი შესრულდება. ტრადიციის თანახმად, მორწუმენეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ. შობის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, დღეს საღამოს საზეიმო ღვთისმსახურება ავლაბარში, სურბ ეჩმიაძინის ტაძარში შესრულდება. მრევლი მსახურებას ანთებული სანთლებით დაესწრება, რომელიც სიმბოლურად ბეთლემის ვარსკვლავს განასახიერებს. ღვთისმსახურების შემდეგ კი სანთლებს სახლში წაიღებენ. ლიტურგიის შემდეგ დასრულდება ერთკვირიანი მარხვაც. სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს.

 

7 იანვარს მერელოცი, ანუ მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება, რა დროსაც ეკლესიებში მიცვალებულთა სულებისთვის პანაშვიდს იხდიან და საფლავებზე გადიან. საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის თემები და 50 მოქმედი ეკლესია შედის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge