Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:54 05.01.2019
ბათუმში სტიქიის შედეგად დაშავებული ორი პირიდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად დაშავებული 53 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, დაშავებულ მამაკაცს თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ტრავმები აქვს მიღებული და კლინიკა "მედცენტრში" არის მოთავსებული.

 

ზაალ მიქელაძის თქმით, დაშავებული მამაკაცი ბათუმის მერიის თანამშრომელია.

 

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მინისტრის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

 

"მისი მდგომარეობა თავიდანვე საშუალო სიმძიმის იყო, მას პოლიტრავმები აღენიშნება და ოპერაციის შემდგომ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.


რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 53 წლის მამაკაცს თავის არეში მძიმე ტრავმა აქვს მიყენებული. მას პრაქტიკულად გულკერდის, მუცლის და თავის ტვინის დახურული ტრავმა აქვს მიღებული. მამაკაცს გვიან ღამით ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა მძიმე რჩება",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

 

გუშინ, ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge