Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:12 29.12.2018
28 დეკემბერს, ანსამბლ „შავნაბადას“ რიგით მეათე აუდიო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა ,,შავნაბადამ“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალი, რიგით მეათე კომპაქტ დისკი გამოსცა, რომელშიც ,,შავნაბადას“ მიერ ბოლო პერიოდის უახლესი და სხვადასხვა დროს სტუდიურდ ჩაწერილი, ასევე კონცერტებზე შესრულებული, ქართული ხალხური და აფხაზური, სულ100 საუკეთესო ჩანაწერია შესული.

 

პრეზენტაცია 28 დეკემბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართა, სადაც, ანსამბლ „შავნაბადას“ წევრებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი ალბომი გააცნეს და მათ წინაშე სიმღერებით წარდგნენ. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია, თბილისის პოლიტიკური სკოლის დამფუძნებელი, პოლიტოლოგი - არმაზ ახვლედიანი, მედიის წარმომადგენლები და სხვა პირები ესწრებოდნენ. 

 

 

„დღეს  გაიმართა ანსამბლ „შავნაბადას“ რიგით მეათე აუდიო ალბომის პრეზენტაცია. ახალ ალბომში შესულია ასი სიმღერა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამით ჩვენს დანარჩენ ალბომებს ვაერთიანებთ. აქედან 60 ახალი ჩანაწერი გახლავთ და მათ შორისაა ქართულ-აფხაზური სიმღერები. ალბომი ახლო მომავალში გაიგზავნება აფხაზეთში, რაც ასევე, ძალიან კარგი ფაქტია. 



ჩვენ უკვე  ვემზადებით საიუბილეო კონცერტებისთვის, - მოგეხსენებათ მალე 15 წელი შესრულდება ანსამბლ „შავნაბადას“ დაარსებიდან და ვფიქრობთ, რომ ეს ჩანაწერები კიდევ სამჯერ  გაიზრდება,“ -  განაცხადა „შავნაბადას“ ხელმძღვანელმა - დავით ცინცაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

 

 

აუდიო ალბომი უკვე ხელმსიაწვდომია ყველა მსურველისთვის. სასიხარულოა, რომ მისი მოსმენა  აფხაზეთშიც შეეძლებათ, ის აფხაზეთის სამუსიკო სკოლებსა და ანსამბლებს გაეგზავნებათ  და საჩუქრად  გადაეცემათ.

 

ანსამბლი ,,შავნაბადა“ რომელიც 2005 წლიდან არსებობს, მუდმივად ზრუნავს ხარისხთან ერთადმნიშვნელოვანი და მაღალ ფასეული  შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას. ამ მხრივ, გამორჩეულია ის სასწავლო გამოცემები, რომელიც ანსაბლმა სხვადასხვა დროს გამოსცა, ესენი იყო, მწუხრის, წირვა-ლოცვის, ნათლობის, ქორწინებისა და მღვდლად კურთხევის საგალობლების სასწავლოალბომები. ამ ალბომის წყალობით მრავალმა ადამიანმა შეისწლა გალობა და უმრავლესობითვის ისსაუკეთესო სახელმძღვანელოდაც იქცა. ამასთან ერთად, ანსამბლი პერიოდულად ამზადებდახალხური სიმღერების, მათ შორის აფხაზური სიმღერების ჩაწერას, რასაც უკვე ერთად, ამ დროისთვისბოლო ალბომში მოუყარა თავი.

 


თავის მხრივ კი,  ,,შავნაბადა“ დიდ მადლობა უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა 100 სიმღერიანი კომპაქტ დისკის გამოცემაში. განსაკუთრებული მადლობა: საქართველოს რადიოს, პირველ არხს, აფხაზეთის მთავრობას, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას, ჯ. კახიძის მუსიკალურ ცენტრს, ვახტანგ კახიძეს, ესმა მანიას, რამაზ ჭურაძეს, დათიკო ხოსიტაშვილს, მიშაკილასონიძეს, გიორგი ზვანელს, გოგა ჩანადირს, რომა გიორგაძეს და მსენელს, რომელთა სიყვარული და რაოდენობა ყოველ წუთიერად იზრდება.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge