Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:34 29.12.2018
მწვრთნელი ანზორ თენაძე საქართველოს ჩემპიონატის მსვლელობისას გიორგი პაპუნაშვილის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ძიუდოისტ გიორგი პაპუნაშვილის მწვრთნელი ანზორ თენაძე საქართველოს ჩემპიონატის მსვლელობისას გიორგი პაპუნაშვილს ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. „მე არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან გავრცელდა. შეჯიბრების დროს არაფერი არ მომხდარა. ხალხის თვალწინ არაფერი ყოფილა, სხვაგან თუ რამე იყო, არ ვიცი. ჩემპიონატის მსვლელობისას ჩვენ არაფერი გვინახავს“, - განაცხადა თენაძემ. გავრცელებული ინფორმაციით, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის დროს რამდენიმე ძიუდოისტი გიორგი პაპუნაშვილს გაუსწორდა.

 

აღსანიშნავია, რომ გუშინ გამართულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილმა ტიტულოვანი კონკურენტები ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge