Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:37 27.12.2018
"უნდა მოხდეს დაგმობა, რაც ხელისუფლებამ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა"

უნდა მოხდეს დაგმობა, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხომაზე შესვლამდე განაცხადა.

 

მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულა.

 

"მე ვფიქრობ, სასამართლოს სამივე ინსტანციის შემდეგ ე.წ. ციანიდის საქმეზე უნდა მოხდეს უსამართლობის მხილება და ცინიზმი საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოსი, რომელმაც სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა და ფაქტობრივად, მართლმსაჯულება არ აღსრულებულა ამ საქმესთან დაკავშირებით. უნდა მოხდეს მხილება ყოფილი თუ მოქმედი პირველი პირების უპასუხისმგებლობის, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ე.წ. ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გააკეთეს განცხადებები და ვფიქრობ, უნდა ამხილონ ეს უსჯულოება და ბოროტება და დაიგმოს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა მეუფე პეტრემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge