Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:48 25.12.2018
“აზუჩენას პარტია დამატყვევებელი იყო” - ნინო სურგულაძის წარმატებული დებიუტი ვერდის ქალაქში

იტალიაში პარმის ფარნეზეს თეატრში „ტრუბადური" -პრემიერა შედგა, სადაც, მთავარ პარტიაში, ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძის აზუჩენას პარტიაში დებიუტი იყო.

 


ნინომ ასევე მონაწილეობა მიიღო გალა-კონცერტში ქალაქ პარმაშირომელიც ვერდის 205 წლის იუბილეს მიეძღვნა...
აღსანიშნავია რომ პარმის მაყურებელი საოპერო სამყროში განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა კერძოდ ვერდის რეპერტუარში. ამიტომაც ბევრი ერიდება კიდეც პარმაში გამოსვლას.



ტრუბადური“, წელს ვერდის ქალაქში პარიზული, ფრანგული უიშვიათესი კრიტიკული გამოცემის მიხედვით დაიდგა, იგი განსხვავდება იტალიური ვერსისგან მრავალი დეტალით, აღსანიშნავია, რომ მასში დამატებულია 20 წუთიანი საბალეტო ჩართვა.



პარმაში განხორციელდა ძალიან იშვიათი კულტურილი მოვლენა -შედგა აბსოლიტური მსოფლიო პრემიერა.აღსანიშნავია რომ ლონდონმა პარმის ფესტივალს 2017 წელს, როგორც საუკეთესოს ოსკარით დააჯილდოვა


სპეციალურად ფესტივალზე დასასწრებად მსოფლიოს 6 კონტინეტიდან თავს იყრიან  ხელოვნების მოყვარულები და მოფლიო მნიშვნელობის მუსიკალური  კრიტიკოსები.

ვერდის ქალაქში, მეორედ ვიმყოფები, ხოლო ფესტივალში კი პირველად ვიღებ მონაწილეობას, ფაქტობრივადეს იყო ჩემი დებიუტი.  ჩემთვის დიდი პატივია ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება.
რაც შეეხება ოპერატრუბადურს“, განსაკუთრებით საოცარია ფრანგული ვერსია, - ნატიფი და კიდევ უფრო დახვეწილი.
ეს წარმატება არის შემოქმედებითი გუნდის დიდი დამსახურება: მაესტრო რობერტო აბადოსა და ბობ უილსონის, ჩემი ფანტასტიური კოლეგების, საოცარი ორკესტრისა და გუნდის, მიმანსის, თითოეული თეატრის თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და საქმისადმი დიდი სიყვარულის დამსახურება! მადლობა მათ, რომ მომცეს საშუალება ასეთი სიამოვნება მიმეღო!
როგორც იტალიელები იტყვიან: „ვივა ვერდი!“
ასე გამოხატა მადლიერება ნინო სურგულაძემ წარმატებული დებიუტის შემდეგ თავის ფბ გვრედზე.

 

 

 


ტრუბადურისრეჟისორი გახლდათ ამერიკელი ბობ, რობერტ უილსონი, იგი მსოფლიო საუკეთესო რეჟისორთა სამეულში შედის და დღევანდელობის გენიოსად არის აღიარებული. თავისი მნიშვნელობით იგი ითვლება თანამედროვე საოპერო რეჟისურის ერთ - ერთ ფუძემდებლად და ნოვატორად. ის ასევე, მუშაობს პროზაში და ჰოლივუდის ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთანროგორიცაა ბრედ პიტი, ლედი გაგა და ასე შემდეგ.



ბობ უილსონმა სულ სხვანაირი სამყარო შექმნა ტრუბადურის დადგმაში. ზოგადად, ვერდის ნაწარმოებები მოითხოვს  მასშტაბურ დადგმებს, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტად ინტიმურობას გაესვა ხაზი.


ეს გამოიხატა განსაკუთრებით  დადგმის მინიმალიზმში, გასაკუთრებულ პერსონაჟებში და სრულიად განსხვავებულ კონცეფციაში.



საინტერესოა ასევე გრაფი ალმა ვივას გრიმი, რომელიც შემზარავიცაა და ამავე დროს საოცრად ემოციურიც. ოპერის გმირები საშინელებათა ნაწარმოებების პერსონაჟებს მოგვაგონებენ.



ალმა ვივა დრაკულას, აზუჩენა კი - ფიფქიას დედინაცვალს ან თუნდაც მალეფისენტას.



დადგმა სტატიურია, როგორც რეჟისორი აღნიშნავს ამ ხერხით,იგი უფრო მეტად ასემენინებს მუსიკას მაყურებელს.



ორკესტრს ხელმძღვანელობდა რობერტო აბადო, მსოფლიოში განთქმული დირიჟორი, რომელიც დიდი მუსიკოსების ოჯახიდანაა. ის კლაუდიო აბადოს ძმისშვილია, მასში შერწყმულია საუკეთესო ფასეულობები პროფესიონალიზმთან და ტალანტთან ერთად.


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სწორედ ფესტივალზე გადაწყდაჩიაწეროს სპექტაკლის DVD ვერსია რომელსაც სულ მალე ვიხილავთ მსოფლიო მასშტაბით მუსიკალურ მაღაზიებში და მაყურებელს საშუალება მიეცემა ნახოს ეს გამორჩეული დადგმა.
პრემიერის დღეს ფარნეზეს ამფითეტრში, ექსკლუზიურად მოეწყო სცენა. ამფითეატრის მხოლოდ შუაგულში განთავსდა 500 სკამი და ფაქტიურად ყველა სპექტაკლი ანშლაგით გაიმართა.



მსოფლიო გენიოსის, ოპერის ყველაზე გავლენიანი, საოპერო ხელოვნების რეფორმატორის ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი, იტალიის ვერდის ქალაქ პარმაში, ყოველწლიურად იმართება.


ტრადიციულად, ფესტივალი რამდენიმე სახელგანთქმულ სცენაზე ვითარდება: პარმის სამეფო თეატრში, ჯუზეპე ვერდის თეატრ ბუსეტოში და პარმის ფარნეზეს თეატრში.


ფესტივალზე სრულდება ვერდის ცნობილი ოპერები: „აიდა", „ოტელო", „ფალსტაფი", „ტრავიატა", „ჟანა 'არკი" დატრუბადური". და ასე შემდეგ.მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი  და საუკეთესო ვარსკვლავები, დირიჟორები და რეჟისორები.
ფესტივალს  მუდმივად დიდი გამოხმაურება აქვს მსოფლიო პრესაში. წელსაც სწორედ ასე მოხდა და რაც განსაკუთრებით საინტერესოა და სასიხარულო ნინო სურგულაძის დებიუტი განსაკუთრებით იქნა აღნიშნული და გამოკვეთილი.
გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს.


ნიუ იორკ ტაიმსმასტატიაში აღინიშნა, რომ ნინო სურგულაძის მიერ შესრულებული აზუჩენას პარტია დამატყვევებელი იყო.

ტემბრის ერთგვაროვნება, ხმის ემისიის არისტოკრატიული ხასიათი და პერსონაჟის სამღვდელო პლასტიკა, რეჟისურის იდეის თანახმად, იყო მახასიათებლები ბოშა აზუჩენასი, ყინულის ამ ბაღის კიდევ ერთი მარგალიტისა. მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე ამ თვისებათა ინკარნაცია იყო, მან თავის სასარგებლოდ გამოიყენა პერსონაჟის პლასტიკურობა და ბოლომდე წარმოაჩინა თავისი ვოკალური მონაცემები: სრული კონტროლი ხმის მთელს დიაპაზონზე და ბუნებრივად და საუცხოოდ პროეცირებული მაღალი ნოტები, რომლებიც ყოველთვის ძალდაუტანებლები და რბილი სიძლიერის ხალიჩაზე დაყრდნობილ-განფენილნი იყვნენ.”
სიმონე ტორნეი (
gliamicidellamusica.net)


ფუფუნებაა გყავდეს ნინო სურგულაძე აზუჩენას როლში. ამასთან, უილსონმა მოუვლელი და მოხუცი ბოშა გარდაქმნა ფიფქიას დედინაცვლად და მომღერლის ფიგურასა და წარმოსადეგობას გაუსვა ხაზი. ეს კონტრასტი შოკს მოჰგვრიდა დადგმის შესახებ ყველაზე თავშეკავებული აზრის მქონე ადამიანსაც კი. ვოკალურად იგი უნაკლო იყო, სრულიად განსხვავებული იმ გაცრეცილი და უკვე არცთუ სუფთა ხმის პატრონი მომღერლებისგან, რომლებიც ჩვეულებრივ გვესმის ხოლმე აზუჩენას როლში. ამის საპირისპიროდ, სურგულაძის მიერ ნაჩვენებმა ახალგაზრდობამ პეწი შემატა მის ნამუშევარს. იგი უნაკლო იყო მთელს ტესიტურაში და განსაკუთრებით შთამბეჭდავი "C'est la qu'ils l'ont trainée” მონათხრობსა და ციხის საკნის სცენაში, რომელშიც უილსონისეული სტატიზმი და სიმღერის დრამატიზმი ერთდროულად სულის შემაშფოთებელიც იყო და მიმზიდველიც. დიდებული გამოსვლა!“
ხავიერ დელ ოლივო, Platea Magazine)

 




ნინო სურგულაძე დიდებული ანტი-აზუჩენაა, და სრულყოფილებამდე ახდენს პერსონაჟის განსახიერებას სტილიზებური სიმღერითა და ჟესტიკულაციით. იგი მთლიანად ჩაფლულია დადგმაში და მიმართულებაში , რომელიც შორს არის იმ ჩვეული შესრულებისგან რომელიც აქამდე მოგვისმენია და გვიხილავს ამ პარტიაში.”
ჯანკარლო ლანდინი - გამოცემა ( l’opera)

ნინო სურგულაძემ წარმატებით შეასხა ხორცი და ასესხა ხმა ბოშა აზუჩენას. მისი ლამაზი მუქი ფერის ხმა ერთგვაროვანია და ადვილად გადადის პარტიტურით გათვალისწინებულ ყველაზე მაღალი ტესიტურის ზონაში. საშემსრულებლო თვალსაზრისით მან ნათლად და სრულყოფილად გვაგრძნობინა დედის დრამა, რომელიც კიდევ უფრო მკვეთრად წარმოაჩინა რეჟისურის მიერ გათვალისწინებულმა სამსახიობო თამაშმა სამღვდელო ხასიათის, მაღალი სტილის პლასტიკისა და ჟესტების თანხლებით. “
დავიდე მარკეტტი ( The.blogartpost)


ნინო სურგულაძე ელეგანტური და დახვეწილი აზუჩენაა, თბილი, ერთგვაროვანი და ხავერდისებური ხმით, რომელიც ყოველთვის და სრულადაა დამორჩილებული საშემსრულებლო მოთხოვნებს.”
უილიამ ფრატი, (OperaeOpera)


"ის არის აზუჩენა რომელიც იწვის სიმღერაში, უდახვეწილესი შემსრულებელი, თავდაჯერებულად და ბრავურით აჟღერებს ხმას ყველა რეგისტრში, განსაკუთრებით თავს კარგად მაღალ რეგისტრში გრძნობს, ინტენსიურად დრამატულია თავის მონათხრობში შვილთან, მეორე აქტში (c’est là qui l’ont traînée), იგი ახერხებს მთლიანად დაიპყროს მაყურებელი რომელიც მას სუნთქვაშეკრული უსმენს და დასასრულისას თავს ითავისუფლებს ხანგრძლივი აპლოდისმენტით ღია სცენაზე."
მარია ტერეზა ჯოვანიოლი (MTG Lirica)



ნინო სურგულაძე, საქართველოში დაბადებული მეცცო- სოპრანო, ბრწყინვალე ხმის ტემბრით, ღრმა, დიდებული არტისტი, რომელმაც შეძლო განესახიერებინა დიდად გულის ამაჩუყებელი აზუჩენა.”


ჟორჯჟ კალი:
ხელოვნებისა და კულტურის ისტორიის პროფესორი (Unicamp) -ში და გამოცემა "Concerto” მუსიკალური კრიტიკოსი.



ინტენსიური და უარისტოკრატიულესი ნინო სურგულაძის აზუჩენა.”
დავიდე ანაკინი (Delteatro.it)



ტრუბადურის ფრანგულ ვერსიაში იტალიურთან შედარებით მეტ მნიშვნელობას იძენს აზუჩენა, რომელიც პერსონაჟთა შორის ერთგვარი შემაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ასრულებს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ხდება, თუ ამ როლს ისე იმღერებ როგორც ნინო სურგულაძე მღეროდა, რომელიც შურისძიების წყურვილით აღსავსე ბოშის მელოდიურ ფრაზებს გულუხვად ძერწავდა თავისი მუქი მეცოთი.
სასიამოვნო უშუალობით, ჟესტისა და ხმის ჭკვიანური გამოყენებით და უნატიფესი პიანისიმოებისა და მგრგვინვარე მაღალი ნოტების ერთნაირად ყურადღებით შესრულებით, სურგულაძემ აზუჩენას ხასიათს სიცოცხლე, მრავალმხრივობა და ცხადი შინაგანი კონფლიქტი შესძინა. თუმცა მისი კოლეგებიც კარგები იყვნენ, მაგრამ მათ აკლდათ სურგულაძის განსაკუთრებული ნაპერწკალი.

ჰარი როუზი, Parterre Box

 


სპექტაკლის ყველაზე ორიგინალური პერსონაჟი უეჭველად ბოშა აზუჩენაა - შესანიშნავ ფორმაში მყოფი ნინო სურგულაძე. იგი მაგნიტივით მიმზიდველია როგორც კავატინაში (საუცხოო ტრელებით), ისევე მის შემდგომ უდაძაბულეს მონათხრობში, რომელშიც იგი აღწერს საკუთარი შვილის შეცდომით ცეცხლში ჩაგდების ამბავს. მესამე მოქმედების ტერცეტში ვერდი მას პატივს დებს დამატებითი კანტაბილეთი, რომელიც არ მოიპოვება იტალიურ ვერსიაში. პარიზში აზუჩენას როლის პირველი შემსრულებელი ცნობილი პოლინ ვიარდო იყო, მითიური მარია მალიბრანის და; შემონახულია მისი ფერადი ლითოგრაფია შესაბამის კოსტიუმში. ნინო სურგულაძე ძალზედ მიმზიდველი და დელიკატურია აგრეთვე შვილთან ფინალურ დუეტშიცფაბიო ტრანკიდა, Il Trillo Parlante



ნინო სურგულაძე დიდებული აზუჩენაა. მისი მუქი და ბრწყინვალე ტემბრი ერთგვაროვნებას ინარჩუნებს ხმის ყველა რეგისტრში. საუცხოოა აგრეთვე ემისია: თვით ყველაზე დაბალი ნოტებიც კი სავსე, მჟღერი და ბუნებრივია. მაღალი ნოტები საიმედო და ძალდაუტანებელია, ხოლო გამჭრიახი, ჭკვიანური სამსახიობო თამაში თითქმის თავის სასარგებლოდ იყენებს რეჟისურის მიერ თავსმოხვეულ სტატიკურობას.
პატრიცია მონტევერდი, OperaClick



2019 წელს პარმა ევროპის კულტურული ცენტრი ხდება
საბედნიეროდ და ჩვენდა გასახარად საქართველომ ექსკლიუზიური უფლება მოიპოვა და ხელი მოეწერა მემორანდუმს - საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრისა და პარმის ფესტივალს შორის ორმხრივ მოლაპარაკების შედეგად, ვერდის ფესტივალი თბილისშიც გაიმართება რაც უპრეცენდენტო ფაქტია.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge