Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:53 25.12.2018
თბილისი გარდენ ჰოლმა ბიზნესრეიტინგის დღესასწაულს უკვე მესამეჯერ უმასპინძლა

14 დეკემბერს, თბილისი გარდენ ჰოლმა, მედიაჰოლდინგ  „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებულ, რიგით XIX  ბიზნესრეიტინგის დაჯილდოებას უკვე მესამეჯერ უმასპინძლა. 

 

თბილისი გარდენ ჰოლის შენობა, რომელიც, აღმაშენებლის N73-ში მდებარეობს, ისტორიული ადგილია და თემატურად პასუხობს ბიზნესის ეროვნული დაჯილდოების იდეას. 

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე, XIX საუკუნის II ნახევარში, გერმანელთა სოფელი მდებარეობდა.  გარდენ ჰოლის მულტიფუნქციური, რესტავრირებული, უნიკალური დარბაზი კი, სწორედ ილიას ბაღის ისტორიულ ადგილზეა განთავსებული.

 

წელს, XIX  ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ლაიტმოტივი საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე იყო. სწორედ აღნიშნულ თემაზე, სპეციალურად ამ დღისთვის დაიდგა სპექტაკლი - ნოველა, რომელიც, თავისუფალი თეატრის მსახიობებმა შეასრულეს. 

 

რაც შეეხება გასულ 2016- 2017 წელს, ბიზნესრეიტინგის ღონისძიება იუნესკოს მიერ, შოთა რუსთაველის წლად აღიარების თემას მიეძღვნა. 

 

ხოლო, 2015-2016 წლის ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ლაიტმოტივის თემა „დამზადებულია საქართველოში“ იყო. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge