Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:07 25.12.2018
როგორ შეფასდა მე-19 ბიზნესრეიტინგის ღონისძიება - კომენტარები

თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის 2017-2018 წლის საზეიმო საღამო და დაჯილოდება  გაიმართა. 

 

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ესწრებოდა, რომელმაც მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

"ასეთი სახის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ბიზნესის წარმატება, რადგან მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება. საქართველოსთვის ბიზნესი ერთ–ერთი საწინდარია, რადგან ის ხელს უწყობს  ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ბიზნესის დაჯილდოებით  ბიზნესმენებს წინ წავწევთ. ამით უფრო მეტი საშუალება გვექნება შანსი მივცეთ მას, რომ  სწრაფად განვითარდეს და მიაღწიოს უფრო მაღალ კეთილდღეობის დონეს.  ბიზნესის წახალისება ბიზნესმენებს უბიძგებს, რომ უფრო მეტი გააკეთონ, რადგან ჩვენს ქვეყანას ბევრად მეტი სჭირდება."– განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში გიორგი ქობულიამ.

 

 

ღონისძიების  მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე „ჯორჯიან თაიმსთან“ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა: 

 

„ბიზნესისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლოს, შეაჯამო საკუთარი საქმიანობა და მოახდინო ამის პოპულარიზაცია. ასევე აუცილებელია,  რომ საზოგადოება იცნობდეს სხვადასხვა სექტორებში წარმატებულ კომპანიებს. 


სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ღონისძიება, რამაც უკვე ტრადიციული სახე მიიღო. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გამოვლინდა ქვეყანაში არსებული წარმატებული კომპანიები, რაც, საბოლოოდ, აძლიერებს მათ ნდობას, რეპუტაციასა და წარმატებას  სხვადასხვა მიმართულებებით.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

 

ბიზნესრეიტინგის ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია, გრან-პრის მფლობელი „ავერსი“ და პაატა კურტანიძე გახდა.

 

"ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მონაწილეებს ამ დაფასებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული 9 000 თანამშრომელის სახით, იმისთვის, რომ ჩვენი კომპანია ასეთი წარმატებული ყოფილიყო  მომავალი წელს არის "ავერსის" 25 წლის იუბილე, რაც საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია.


მინდა წარმატება ვუსურვო მომავალში ყველა მონაწილეს და ვიმედოვნებ, რომ მრავალი წლის განმავლობაში "ავერსი" მოწინავე პოზიციაზე იქნება." – განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში "ავერსის" გენერალური დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ.

 

 

წლის გამორჩეულ ინვესტორ კომპანიად „დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე დასახელდა.

 

ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებული ინვესტორ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა - ნიკოლოზ გეგუჩაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საკუთარ წარმატებაზე ისაუბრა:

 

„ამგვარი ღონისძიებები ბიზნესისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, თავად ეს ფაქტი კი, - გამარჯვება - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 


მოგეხსენებათ, კომპანია მთლიანად ავსტრიულია და ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ამ ხალხს ნდობა ჰქონოდათ ჩვენი ქვეყნისადმი. საქართველოში მათ განხორციელებული აქვთ 50 მილიონზე მეტი ინვესტიცია და სადღაც 100 მილიონ დოლარამდეა ჩადებული ჩაქვის „დრიმ ლენდ ოაზისის“ პროექტზე გათვლილი, რომელიც უკვე უნდა დასრულდეს. ამის გარდა, სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ მსგავსი პროექტების განხორციელებას. 


რაც შეეხება დღევანდელ ჯილდოს, ის ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომცემია. ამგვარი აღიარება კი, ბიზნესმენებისთვის უმაღლესი წარმატების ნიშანია, რისკენაც, ყველა ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი იღწვის.“  - განაცხადა მან. 

 

 

ღონისძიებაზე, კომპანიები სხვადასხვა ნომინაციბში, მოოქროვილი სამკერდე ბროშით - ბოლნური ჯვრით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დააჯილდოვა და ღონისძიების ორაგიზატორებს მადლობა გადაუხადა.

 

„მოგესლამებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სახელით და მინდა გაცნობოთ, რომ წელს საქართველოში 8 მილიონ ნახევარზე მეტი საერთაშორისო მოგზაური გვეყოლება, შემოსავლები კი  3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.  მინდა მადლობა გადადგიხადოთ ყველა კომპანიას. ჩვენ ყველანი პირდაპირი თუ ირიბი ფორმით ტურიზმის სფეროში ვართ ჩართული, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უწყობს.


დიდი მადლობა ასეთი ღონისძიებისთვის მალხაზ გულაშვილსა და მის მეუღლეს, რომელსაც არანაკლები შრომა და ჯაფა აქვს ჩადებული ამ ყველაფერში,“- აღნიშნა ღონისძიებაზე გიორგი ჩოგოვაძემ.

 

 

„ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ  დაჯილდოების შემდეგ ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა:

 

''ბრავო რექორდსის'' გუნდი პატივისცემას გამოხატავს და უღრმეს მადლობას უხდის დაჯილდოებისცერემონიალის ორგანიზატორებსა და „ჯორჯიან თაიმსს“. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ჯილდომომავალში ხელს შეუწყობს საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებას და მისსრულფასოვან ბიზნესად ჩამოყალიბებას.“ - განაცხადა ზაზა შენგელიამ.

 

 

"ჯორჯიან თაიმსსა" და ღონისძიების ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადაუხადა "ღვინის ეზო N1-ის" წარმომადგენელმა - მაკა დუღაშვილმა.


„მინდა ჩემი ოჯახის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს. ჩვენთვის, როგორც მხოლოდ ერთი წლის ტურისტული ობიექტისთვის, უდიდესი პატივია იმ დიდი და ძლიერი კომპანიების გვერდით დგომა, როგორებიც თქვენ ხართ.


დიდი მადლობა „ჯორჯიან თაიმსს“ - ბატონ მალხაზ გულაშვილსა და ქალბატონ ნანა გაგუას ამ დიდი სიხარულის მონიჭებისათვის!“ - განაცხადა ღვინის ეზო N1-ის წარმომადგენელმა - მაკა დუღაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან  ატარებს.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge